ნაყიდ ტორტებს და ნამცხვრებს ზარმაც დიასახლისებს ვუტოვებ. სახლში გამომცხვარს არც ერთი არ შეედრება. განსაკუთრებით „ჩიტის რძე“ მიყვარს. ძველი რეცეპტით მომზადებულ ნამცხვარს უბრალოდ შეუდარებელი გემო აქვს.
Gastronomia.ge-ს რედაქცია ნაზი, მსუბუქი და ჰაეროვანი ნამცხვრის „ჩიტის რძის“ რეცეპტს გიზიარებთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 100 გ კარაქი
- 3 კვერცხი
- 3 ს/კ თაფლი
- 250 გ შაქარი
- 4 ს/კ რძე
- 0,5 კგ ფქვილი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ს/კ ვაშლის ძმარი (5%)
კრემის ინგრედიენტები:
- 300 გ კარაქი
- 600 მლ რძე
- 4 ს/კ ფქვილი
- 300 გ შაქარი
- 1 ჩ/კ ვანილი
ჭიქურის ინგრედიენტები:
- 2 ს/კ კაკაო
- 100 გ შაქარი
- 50 გ კარაქი
- 50 მლ რძე
მომზადების წესი:
1. ღრმა თასში კარაქი, შაქარი და თაფლი მოათავსეთ. თასი წყლის ორთქლზე დადეთ.
2. სოდა ძმრით ჩააქრეთ, თაფლი–კარაქის ნარევს დაუმატეთ და აურიეთ. რძეც დაუმატეთ და სათქვეფით აურიეთ.
3. ცალკე თასში კვერცხი ათქვიფეთ, მსუბუქად აურიეთ, შემდეგ მთავარ მასას დაუმატეთ. თასი წყლის ორთქლიდან აიღეთ. გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. მზა ცომი საცხობი ფორმის ზომის (30×40 სმ იდეალურია) პერგამენტის ქაღალდს წაუსვით. სულ 4 ბისკვიტის ფენა უნდა მიიღოთ. თითოეული ფენა 180 გრადუსზე აცხვეთ.
4. კრემის მოსამზადებლად რძე თასში ჩაასხით. შაქარი და ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, შემდეგ მასა ქვაბში გადაიტანეთ და ცეცხლზე დადეთ. კრემის გასქელებამდე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. მზა კრემს პარკი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.
5. რბილი კარაქი მიქსერით ათქვიფეთ. ცივი კრემი და 1 პაკეტი ვანილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ.
6. ნამცხვრის ასაწყობად ბისკვიტის პირველ ფენა საცხობ ფორმაზე დადეთ და კრემი წაუსვით, შემდეგ მეორე ფენა დაადეთ და კრემი წაუსვით. ყველა ფენაზე ასე გააკეთეთ. ბოლო ფენას შეგიძლიათ კრემი არ წაუსვათ.
7. შოკოლადის ჭიქურის მოსამზადებლად ჯეზვეში კაკაო, შაქარი მოათავსეთ. შოკოლადი ხარშეთ, შემდეგ რძე დაუმატეთ და აურიეთ. მზა შოკოლადი ნამცხვარს ზემოდან მოასხით. ნამცხვარი ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ მაგიდაზე გაიტანეთ.
8. ესეც ასე, ნამცხვარი „ჩიტის რძე“ მზადაა. გემრიელად მიირთვით.