გემრიელი ხორვატიული წვნიანის რეცეპტი ხორცით

1619

მას შემდეგ, რაც გავიგე, რატომ ღირს უფრო ხშირად სუპების ჭამა, ვცდილობ ისინი ყოველდღე მოვამზადო. ჩვეულებრივი ბორში უკვე მომბეზრდა, ამიტომ ვფიქრობდი, როგორი წვნიანი მომემზადებინა, რომ ოჯახის ყველა წევრს მოწონებოდა და ერთ შესანიშნავ ხორვატიულ რეცეპტს წავაწყდი, სახელწოდებით “მანესტრა”.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სადილად ეს უგემრიელესი, მდიდარი წვნიანი, რომელიც თქვენც და თქვენი ოჯახის ყოველ წევრს ძალიან მოეწონება.

წვნიანი ხორცით

ინგრედიენტები ბულიონისთვის

  • 1 ღორის მუხლი
  • 500 გრ ძროხის ხორცი
  • 300 გრ ღორის ნეკნები
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • 3 ც დაფნის ფოთოლი
  • 3 ლ წყალი

ინგრედიენტები საკმაზისთვის

  • 120 გრ წითელი ლობიო
  • 140 გრ ბარდა
  • 250 გრ დაკონსერვებული სიმინდ
  • 60 გრ ნიახური
  • 1 ც პატარა სტაფილო
  • 350 გრ მჟავე კომბოსტო
  • 3 ც კარტოფილი
  • 400 გრ დაკონსერვებული პომიდორი
  • 2 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 ჩ.კ. შაქარი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, წყალში ჩაალბეთ ბარდა და ლობიო, შემდეგ კი ბულიონის მომზადებას შეუდექით.

2. ღორის მუხლი კანისგან და ზედმეტი ცხიმისგან გაასუფთავეთ. ძროხის ხორცი და ღორის ნეკნები წვრილად დაჭერით.

3. შემდეგ გაასუფთავეთ სტაფილო და ხახვი და მსხვილად დაჭერით.

4. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და მასში მოათავსეთ ყველა ხორცი და ბოსტნეული. დაუმატეთ დაფნის ფოთლები და ყველაფერი საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ 90 წუთის განმავლობაში. პერიოდულად შეუხედეთ ბულიონს და ზედაპირზე არსებული ქაფი მოაშორეთ, რათა ბულიონი გამჭვირვალე იყოს.

5. მზა ბულიონისგან ამოიღეთ ხორცი, გააგრილეთ და მოათავსეთ პაკეტში ან საკვებ ცელოფანში, შემდეგ კი მაცივარში შეინახეთ. ბულიონი ასევე გააცივეთ და მთელი ღამით მაცივარში შედგით.

6. დილით გამოდგით ბულიონი მაცივრიდან და ფრთხილად მოაშორეთ გამაგრებული ცხიმი, შემდეგ კი გაწურეთ. დაჭერით ხორცი და ბულიონში ჩაყარეთ.

7. ლობიოს და ბარდას წყალი გადაწურეთ, გარეცხეთ პარკოსნები და ცალ-ცალკე ქვაბში მოხარშეთ სანახევროდ.

8. ამ დროის განმავლობაში სტაფილო და ნიახურის ფესვი დაჭყლიტეთ და შეწვით სანახევროდ.

9. გარეცხეთ კომბოსტო, ცალკე ქვაბში მოათავსეთ, დაასხით ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და ცოტაოდენი წყალი, ამის შემდგომ დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ კომბოსტო მანამ, სანამ არ დარბილდება.

10. კარტოფილი გათალეთ და პატარა კუბებად დაჭერით, წვრილად დაჭერით ნიორი.

11. მოადუღეთ ბულიონი ხორცით და დაუმატეთ ლობიო და ბარდა. ადუღეთ ბულიონი დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ კარტოფილი, დაკონსერვებული სიმინდი და შემწვარი ბოსტნეული.

12. დამატებით ადუღეთ სუპი დაბალ ცეცხლზე კიდევ 15-20 წუთით, შემდეგ დაუმატეთ კომბოსტო და 5 წუთით ადუღეთ.

13. სულ ბოლოს დაუმატეთ ტომატი, მანესტრას მარილი მოაყარეთ, ასევე დაუმატეთ 2 ჩ.კ. შაქარი და 2 ს.კ. ტომატ-პასტა. ამის შემდგომ სუპი მოადუღეთ და დამატებით 3 წუთი კიდევ ადუღეთ.

14. როდესაც მანესტრას ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და გააჩერეთ სუპი თავდახურულ ქვაბში 15-20 წუთით.

ხორვატიული სუპი უნდა იყოს ძალიან სქელი და არომატული. მიირთვით კერძი ცხელ მდგომარეობაში, ზემოდან დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!