ეს ბურთულები, თქვენს სადრესასწაულო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.
მისი მომზადება უამრავი ხერხით შეიძლება. დღეს ჩვენ მას კეფირზე მოვამზადებთ.
ეს ფაფუკი ბურთულები ძალიან გემრიელი და არომატულია.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 3 ჭიქა
- კეფირი 1 ჭიქა
- მშრალი საფუარი 8გ
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- წყალი 1/2 ჭიქა
- მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება
- თბილ კეფირს დაუმატეთ მშრალი საფუარი და შაქრი.
- კარგად მოურიეთ, დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 15 წუთი.
- ფქვილი გაცერით ღრმა ჯამში.
- დაუმატეთ კვერცხი და ჩაასხით მცენარეული ზეთი.
- მარილი გახსენით წყალში და დაასხით ფქვილს.
- დაუმატეთ აპარა და მოზილეთ ცომი.
- ცომი უნდა გამოგივიდეთ წებოვანი.
- ხელები დაისველეთ ზეთით და ცომი მოაქციეთ ჯამის ცენტრში.
- დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 30 წუთი.
- ისევ დაიმუშავეთ ხელი ზეთით, ჩაზილეთ და დაელოდეთ 1 საათი.
- ცომი გადაიტანეთ მცენარეული ზეთით დამუშავებულ მაგიდაზე.
- ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და ხელითვე გაყავით თანაბარ ნაწილებად.
- ცომი დააბურთავეთ და დაელოდეთ 15 წუთი.
- ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააცხელეთ და მოათვსეთ ცომის ბურთულები.
- ბურთულები უნდა ცურავდეს ზეთში.
- მზა ბურთები გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
გემრიელად მიირთვით!