გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ღვეზელი კომბოსტოს შიგთავსით

1370

კომბოსტოს ღვეზელი მოსამზადებლად ძალიან მარტივია, გემო კი-შეუდარებელი, ამიტომაც სადილისთვის მისი მომზადება საუკეთესო ვარიანტია.

კომბოსტოს ღვეზელი სრულიად დიეტური ინგრედიენტებით მზადდება, ამიტომ იგი თქვენს ფიგურას არ ვნებს.

კომბოსტოს ღვეზელი კეფირით

ინგრედნიეტები

  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 3/4 ჭიქა ფქვილი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 საშუალო ზომის კომბოსტო
  • სეზამის მარცვლები(სურვილისამებრ)
  • კამა

მომზადების წესი

  1. დაჭერით კომბოსტო წვრილად. დაყარეთ საცხობ ლანგარზე და ნახევრად მოხარშეთ. დაუმატეთ მწვანილი, მარილი და წიწაკა (გემოვნებით).
  2. შეურიეთ  1 კვერცხი, ფქვილი, კეფირი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ მწიკვი მარილი. ცომი საშუალოდ სქელი უნდა იყოს. დარჩენილი 2 კვერცხი ცალკე თასში კარგად ათქვიფეთ.
  3. მსუბუქად წაუსვით მცენარეული ზეთი საცხობ ფორმას, რომელშიც ღვეზელი უნდა გამოაცხოთ. ცომის ნაწილი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, მოაყარეთ ზემოდან მომზადებული კომბოსტო. შემდეგ მოასხით კარგად ათქვეფილი კვერცხი და დარჩენილი ცომი ზემოდან კარგად გადაანაწილეთ. ღვეზელს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამის მარცვლები.
  4. ღვეზელი ღუმელში 200 გრადუსზე, 20-30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

ასეთი ღვეზელის გამოცხობა სხვადასხვა პროდუქტითაც შეიძლება. მაგალითად : კარტოფილით, თევზით, ფარშით, სოკოთი და ა.შ. ყოველ ჯერზე შეგიძლიათ განსხვავებული და გემრიელი ღვეზელი გამოაცხოთ.