თუ ცოტა დრო გაქვთ, მაგრამ გემრიელი დესერტის მომზადება გსურთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
ინგრედიენტები:
- 150 გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 5 დიდი კვერცხი
- 200 გ შაქარი
- 90 გ კარაქი, გამდნარი
- 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, გახსნილი 1 სუფრის კოვზ ადუღებულ წყალში
- 500 მლ ნაღები კრემი შეზავებული 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავით
- შაქრის პუდრი – მოსაყრელად
ულუფა: 6-8
მომზადების წესი: 30 წუთი
მომზადების დრო: 15-20 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ელექტროღუმელი.
- 25×35 სმ ზომის რულეტის საცხობ ლანგარს კარაქი წაუსვით. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- დიდ ჯამში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
- მიქსერით, დაბალი სიჩქარით, ათქვიფეთ კვერცხები და 1 ფინჯანი (200გ) შაქარი.
- დაბალი სიჩქარით თანდათან შეათქვიფეთ მშრალი ინგრედიენტები, გამდნარი კარაქი და ყავა.
- ცომი საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ.
- აცხვეთ 15-20 წუთი.
- რულეტის გადასახვევად: ჩაის ტილოზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი. ნამცხვარი ტილოზე გადაიტანეთ, ქაღალდი შემოაცალეთ და გვერდები ჩამოაჭერით. გადაახვიეთ და გააგრილეთ.
- გულსართი: გახსენით რულეტი, წაუსვით ნაღების კრემი და მოაყარეთ ჟოლო.
- ისევ გადაახვიეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.