შოკოლადის ნამცხვარი გაჯერებული არომატით, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 200გ
- მანანის ბურღული 200გ
- კაკაო 4 სუფრის კოვზი
- შაქარი 150გ
- გამაფხვიერებელი 10გ
- წყალი 180მლ
- მცენარეული ზეთი 180მლ
- ფორთოხლის ქერქი (სურვილისამებრ)
- ფინიკი (სურვილისამებრ)
- ვანილი
მომზადება
- ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი და დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
- დაუმატეთ კაკაო და მანანის ბურღული.
- მოაყარეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.
- ჩაასხით წყალი, მცენარეული ზეთი და მოურიეთ.
- დაუმატეთ ვანილი და ისევ მოურიეთ.
- მოაყარეთ დაჭრილი ფინიკი და გახეხილი ფორთოხლის ქერქი.
- მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტის ქაღალდით.
- ფორმის კუთხეები დაამუშავეთ ზეთით.
- ჩაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
გემრიელად მიირთვით!