გახეხილი ნამცხვარი ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა.
ამ დესერტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის საყვარელი შიგთავსი.
ინგრედიენტები
- 2 კვერცხი
- 200გ მარგარინი
- 250გ შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ვანილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 500გ ფქვილი
- 200გ ჯემი
მომზადება
1.გაალღვეთ მარგარინი, ჩაასხით ღრმა ჯამში.
2.მარგარინს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი.
3.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ დარჩენილ ინგრედიენტებს. მოაყარეთ ფქვილი ნელ-ნელა, კარგად მოურიეთ.
4.მოზილეთ ცომი და გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს მეორეზე. პატარა ნაწილი მოათავსეთ 1 საათი მაცივარში.
5.ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. აუცილებლად ჩააფინეთ ფორმაში ქაღალდი და წაუვისთ ზეთი.
6.ცომზე მოათავსეთ შიგთავსი.
7.ცომის მეორე ნაწილი მოახეხეთ ჯემს.
8.გამოაცხეთ 190-200 გრადუსზე 25 წუთი.
9.გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევა
თუ ჯემი ძალიან თხელია, მაშინ დაუმატეთ დაფხვნილი ორცხობილა, დაქუცმაცებული ნიგოზი ან დაფქული ქოქოსი.
თუ შიგთავსი ძალიან ტკბილიან, მაშინ დაუმატეთ ვაშლი ან ნებისმიერი მჟავე ხილი.
ასევე შეგძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი. ქერქის გამოყენებაც არ იქნება ურიგო.