განუმეორებელი ქოქოსის კრემი, რომელიც ყველა დესერტს უხდება

799

ოცნებობ საოცარი დესერტების მომზადებას? ამისათვის შენ დაგჭირდება გამოცდილი კონდიტერის რჩევები, რომელსაც ჩვენი რედაქცია გთავაზობთ.

იდეალურობა სიმარტივეშია!

ინგრედიენტები 

  • 100მლ რძე
  • 200გ გახეხილი ქოქოსი
  • 100გ შაქრის ფხვნილი
  • 200გ კარაქი

მომზადება

1.პირველ რიგში ქვაბში ჩაასხით რძე და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. ცხელ რძეს დაუმატეთ ქოქოსი და კარგად მოურიეთ. ქვები გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ.

2.სანამ რძე გრილდება, აიღთ რბილი კარაქი, მოათავსეთ ღრმა ჯამში და ათქვიფეთ შაქაქრის ფხვნილთან ერთად მიქსერით.

3.კარაქიან მასას დაუმატეთ გაგრილებული რძე და დანარჩენი ინგრედიენტები.

სუ ეს იყო – ქოქოსის კრემი მზად არის, ამ სახის კრემი ნებისმიერ დესერტს უხდება.

თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ მარტივი ვაფლის დესერტი.

თქვენ დაგჭირდებათ მზა ვაფლის ფირფიტები და ფენების დახმარებით უნდა ააწყოთ დესერტი. შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

ასეთ დესერტს ეს კრემი ძალიან უხდება.

გემრიელად მიირთვით!