გაზქურიდან ცხიმის ლაქები ხელის მარტივი მოძრაობით ქრება. 3 ნაცადი მეთოდი

2686

როგორ გავწმინდოთ გაზქურა ცხიმის მიმწვარი ლაქებისგან? დროთა განმავლობაში თითქმის ყველა დიასახლისი დგება ამ პრობლემის წინაშე. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელსაც პირადად რეგულარულად ვიყენებ და მიღებული შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც გამოსადეგარი აღმოჩნდება.

სტატიაში წარმოდგენილი 3-ივე მეთოდი მართლაც რომ ძალიან ეფექტურია. მათი დახმარებით თქვენ ხელის რამდენიმე მარტივი მოძრაობით შეძლებთ ცხიმის უსიამოვნო ლაქების მოშორებას გაზქურიდან.

იდეალურად სუფთა გაზქურა

1. საჭმელი სოდა – შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში. გაზქურა ნებისმიერი სახის ლაქებისგან მარტივად რომ გაწმინდოთ, მოასხით მას ზედაპირზე მცირეოდენი წყალი და ზემოდან მოაყარეთ სოდა. დატოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ დაახლოებით 15 წუთით და შემდეგ გააპრიალეთ ზედაპირი სამზარეულოს ღრუბლის გამოყენებით.

2. ლიმონის წვენი – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება ცხიმის ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად. დაბინძურებულ ზედაპირს მოასხით ლიმონის ახლადგამოწურული წვენი და კარგად დაამუშავეთ ის ციტრუსის დარჩენილი რბილობით. მსუბუქი მოძრაობების შესრულების შემდეგ დატოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ რამდენიმე წუთით და შემდეგ გაწმინდეთ ტენიანი ქსოვილით. ცხიმის ლაქებისგან კვალიც აღარ დარჩება!

3. ყველაზე ხშირად ცხიმის ლაქები სწორედ გაზქურის ბადეზე გროვდება და მისი გაწმენდა, როგორც წესი, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დავალების შემსუბუქებას მარტივად შეძლებთ, თუ ამ მეთოდის შესახებ გსმენიათ, თუმცა ჯერ აუცილებლად უნდა დავადგინოთ, რა მასალისგანაა დამზადებული ის. მოცემული მეთოდი ვარგისია მხოლოდ რკინის მასალიგან დამზადებული ბადის გასაწმენდად. აავსეთ წყალი, ჩაამატეთ მასში ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მოათავსეთ მიღებულ ხსნარში ბადე. დატოვეთ დაახლოებით 30 წუთით და შემდეგ ლიმონის წვენში დასველებული ღრუბლით კარგად გააპრიალეთ.

სამივე მეთოდი პირადად მაქვს გამოცდილი და მინდა მათი ეფექტურობა დაგიდასტუროთ. თავად ცადეთ და პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით კმაყოფილი იქნებით. გაუზაირეთ სტატია მეგობრებსაც!