დღეს გასწავლით ღვეზელების უმარტივესად მომზადებას. გამოდის ბუმბულივით მსუბუქი და ჰაეროვანი.
ინგრედიენტები
- კეფირი 120მლ
- მზესუმზირის ზეთი 40მლ
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- მარილი
- საფუარი 10გ
- ფქვილი 200-150გ
- კვერცხის გული
- ნებისმიერი გულსართი
მომზადება
- გააცხელეთ კეფირი და დაუმატეთ ზეთი.
- მოაყარეთ შაქარი და მარილი.
- მოურიეთ და დაუმატეთ საფუარი. დატოვეთ 10 წუთი.
- მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ჩვენი ცომი ამოვიდა – ძალიან ფაფუკია აქედანვე ეტყობა.
- დროა დავიწყოთ გულსართის მზადება.
- ცომი გაყავით რამდენიმე ნაწილად და გააბრტყელეთ.
- ამ რეცეპტით მომზადებული ცომი გამოდის საოცრად ნაზი.
- წაუსვით წყალში გახსნილი კვერცხის გული.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი
გემრიელად მიირთვით!