ბრიტანეთის დედოფლის საყვარელი ნამცხვარი, რომელსაც მის პატივსაცემად დაერქვა “ვიქტორიას ღრუბელი”

1861

ამ ნამცხვარს “ვიქტორიას ღრუბელი” დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად დაერქვა. დიდი ბრიტანეთის  სამეფოს ის 63 წელიწადზე მეტხანს მართავდა. დღისით ჩაისთან ერთად ერთ ნაჭერ ნამცხვარს სიამოვნებით მიირთმევდა, განსაკუთრებით “ვიქტორიას ღრუბელი” უყვარდა.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის: 

  • 200 გ თეთრი ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/8 ჩ.კ. მარილი
  • 180 გ უმარილო, დარბილებული კარაქი
  • 200 გ რაფინირებული შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 2 ს.კ. რძე

გულსართისთვის: 

  • 120 გ უმარილო, დარბილებული კარაქი
  • 150 გ შაქრის პუდრი
  • 1/2 ს.კ. ვანილის  ექსტრაქტი (ესენცია)
  • 300 გ მარწყვის ჯემი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 170 გრადუსზე. ნამცხვრის ორ მრგვალ ფორმას (20 სმ) მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
  2. კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე თეთრი ფერის კრემისებური მასის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  3. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათან შეურიეთ ფქვილი და რძე.
  4. ცომი კოვზით ორ ფორმაში გადაიტანეთ, თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
  5. აცხვეთ 20-25 წუთი, ვიდრე მოოქროსფრო ყავისფერი და ფაფუკი გახდება. ფორმაში 5 წუთი დატოვეთ, შემდეგ ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  6. გულსართი: კარაქი, შაქრის პუდრი და ვანილი ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  7. ბისკვიტის ერთი ფენა ლანგარზე გადაიტანეთ და ზედ გულსართი  წაუსვით, გულსართს კი მარწყვის ჯემი გადაუსვით და მეორე ფენა დაადეთ.
  8. შაქრის პუდრი მოაყარეთ, დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.