ბრიოში კვერცხითა და კარაქით გამდიდრებული ფრანგული პურია, რომელსაც ხშირად მიირთმევენ საუზმეზე ან წასახემსებლად, ხილითა და კრემით მომზადებული ბრიოში არაჩვეულებრივად გემრიელი დესერტია.
ინგრედიენტები:
- 30 გ ნედლი ან 7 გ მშრალი საფუარი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 90 მლ თბილი რძე
- 3 ფინჯანი ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 4 დიდი კვერცხი, ათქვეფილი
- 200 გ კარაქი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი და დარბილებული
- კვერცხის მინანქარი:
- 1 დიდი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზ რძესთან ერთად ათქვეფილი
- ნაღების კრემი
- 2 ფინჯანი ჟოლო
ულუფა: 6-8
მომზადება: 30 წუთი + 15 საათი ცომის დასვენებისა და აფუებისთვის.
ცხობა: 40 წუთი
დონე: 3
მომზადების წესი:
- პატარა ჯამში შეურიეთ საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და რძე. დადგით ასაფუებლად, 10 წუთი.
- დიდ ჯამში შეურიეთ ფქვილი, მორჩენილი შაქარი და მარილი.
- დაუმატეთ კვერცხი, რძე და საფუვრის ნაზავი.
- მიქსერით მოზილეთ ცომი, 8-10 წუთის განმავლობაში. ნელ-ნელა შეაზილეთ კარაქი, სანამ ცომი არ დარბილდება, დაახლოებით 5 წუთი.
- ზელა სამზარეულოს ნიჩბით განაგრძეთ.
- ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანეთ. 15 წუთის ზელვის შემდეგ მიიღებთ რბილ და ელასტიკურ ცომს.
- ცომი დააგუნდავეთ, მოათავსეთ ზეთწასმულ თასში და 2-3 საათი აცადეთ აფუება, სანამ არ გაორმაგდება.
- გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და კიდევ 2-3 წუთი ზილეთ.
- დააბრუნეთ თასში და მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ.
- 1 ლ მოცულობის ბრიოშის ყალიბს წაუსვით კარაქი.
- ცომი ორ ნაწილად გაყავით – 3/4 და 1/4.
- დიდი ნაჭერი დააგუნდავეთ და ყალიბში მოათავსეთ. ცენტრში კარგად ჩააღრმავეთ.
- პატარა ნაჭერს კვერცხის ფორმა მიეცით და დიდი ნაჭრის შუაგულში, ღრმულში მოათავსეთ.
- დააფარეთ და აცადეთ აფუება, 90 წუთი.
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 220 გრადუსზე.
- ბრიოშს გადაუსვით კვერცხის მინანქარი და აცხვეთ 20 წუთი. დაუწიეთ ღუმელს 190 გრადუსამდე და აცხვეთ 15-20 წუთზე მეტი, სანამ ნამცხვრის ცენტრიდან ხის ჩხირს სუფთას და მშრალს არ ამოიღებთ.
- მზა ბრიოში გადაიტანეთ განიერ თეფშზე.
- მოაჭერით ზედა ნაწილი, ჩადეთ კრემი და მოაწყვეთ ჟოლო. ეს უკანასკნელი თქვენი სურვილისდამიხედვით.
გემრიელად მიირთვით!