ბლინები, რომელიც შეუძლებელია არ მოგეწონოთ – ჩემთვის შეუცვლელია!

671

უბრალო ბლინებით უკვე ვერავის გააოცებთ. ხოლო სოკოს გულსართით, ქათმით, ყველით და სხვა საინტერესო შიგთავსებით გაოცება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ინგრედიენტები ბლინებისთვის

  • 500მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შქარი
  • 25მლ მცენარეული ზეთი
  • 150გ ფქვილი

გულსართისთვის

  • 300გ ქამა სოკო
  • 2 ქათმის ფილე
  • 100გ ყველი
  • 1 ხახვი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა
  • მწვანე ხახვი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად ამოფუებამდე. ჩაასხით რძე. გააგრძელეთ მიქსერით თქვფა, ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.

2.ათქვიფეთ ცომი, ჩაასხით ზეთი.

3.გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი. გამოაცხეთ ბლინები ორივე მხრიდან. უნდა გამოგივიდეთ 10-12 ცალი.

4.შიგთავსის მოსამზადებლად მოხარშეთ ფილე. გაასუფთავეთ ხახვი, წვრილად დაჭერით და მუშეთ ზეთში.

5. იმავე ტაფაზე მოთუშეთ სოკო დაახლოებით 5 წუთი. მოაყარეთ წიწაკა, მარილი და ცეცხლზე კიდევ 10 წუთი დატოვეთ.

ღრმა ჯამში მოათავსეთ ხახვი, სოკო, წვრილად დაჭრილი ფილე და გახეხილი ყველი. კარგად მოურიეთ.

6.ბლინებში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი შიგთავსი. მოახვიეთ ტომარის მსგავსათ და შეკარით ხახვით.

7.ფარშირებული ბლინები მზად არის!

გემრიელად მიირთვით!