ბლინების ტორტი – ტირამისუ

2436

ალბათ ყველაზე ცნობილი დესერტი მთელს მსოფლიოში – ტერამისუა. ნაზი და არომატული ყავის გემო შეუდარებელია.

მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს ვერ ვყიდულობთ ? ამ შემთხევავაში ჩვენი რედაქცია იპოვის გამოსავალს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • რძე 500მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 30გ
  • ყველი მასკარპონე 500გ
  • შაქრის ფხვნილი 110გ
  • ნაღები 3 სუფრის კოვზი
  • ყავა 100მლ
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • შავი შოკოლადი 60გ

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ბლინები. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ შაქარი და მწიკვი მარილი. ჩააღრმავეთ მიღებული მასა და მასში ჩატეხეთ 2 კვერცხი. ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

2.პროცესში თანდათან ჩაასხით რძე. უნდა მიიღოთ თხელი ცომი, რომელიც დაასვენეთ ნახევარი საათი. ამასობაში აადუღეთ ყავა და გააგრილეთ.

3.გაალღვეთ კარაქი. სწორედ გამღვალი კარაქით უნდა დაამუშავოთ ტაფა ბლინების შესაწვავად. გამოაცხვეთ ბლინები.

4.ოთახის ტემპერატურის მასკარპონეს დაუმატეთ ნაღები და შაქრის ფხვნილი.

5.ათქვიფეთ მიქსერით. უნდა გამოგივიდეთ საკმაოდ თხელი კრემი. დაიწყეთ ტორტის აწყობა. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ 20სმ რკალი.

6.რკალის შიგნით მოათასვეთ ბლინი. წაუსვით ყავა და შემდეგ კრემი (თხლად).

7.ამავე თანმიმდევრობით ააწყვეთ ტორტი. მთლიანად დაფარეთ ტორტი კრემით და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

მზა ტორტი გააფორმეთ შოკოლადით და კაკაოთი. ეს დესერტი ძალიან უხდება ყავას. გემრიელად მიირთვით!