ბისკვიტის ტორტი „გალაქტიკა“ ხაჭოს კრემით

321

მამაჩემის დაბადების დღე ახლოვდება. შევთანხმდით, რომ დიდ წვეულებას არ გადავიხდით, უბრალოდ სახლში ოჯახი შევიკრიბებით. დესერტის მომზადება ჩემს თავზე ავიღე. დიდხანს ვფიქრობდი, რა გამომეცხო. ნაპოლეონი და მედოკი უკვე მომბეზრდა, ჩიზქეიქი ორიგინალური აღარაა. გადავწყვიტე, მოვამზადო ტორტი „გალაქტიკა“, მორთული და გემრიელი დესერტი.

მასში გაერთიანებულია საოცრად რბილი ორფერიანი ბისკვიტი, ნაზი ხაჭოს კრემი და გემრიელი შოკოლადის ჭიქური. ინგრედიენტების სიის მიუხედავად, მისი მომზადება ადვილია. დამწყებიც შეძლებს, თუ ინსტრუქციას დაიცავს. თან ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია.

როგორ მოვამზადოთ ბისკვიტის ტორტი „გალაქტიკა“ ხაჭოს კრემით

თუ სადღესასწაულო ტორტის რეცეპტს ეძებთ, სასწრაფოდ შეინახეთ. დესერტი ქებას დაიმსახურებს, ყველა დამატებას, შემდეგ დეტალურ რეცეპტს მოგთხოვთ. ასეთი დესერტი სამუშაო დღეებში შეუფერებელია, მაგრამ დღესასწაულზე ან დასვენების დღეს აუცილებლად გამოაცხვეთ.

ინგრედიენტები:

  • 12 კვერცხი
  • 190 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 200 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 70 მლ ნაღები
  • 570 გ შაქარი
  • 240 გ სახამებელი
  • 1 ჩ/კ ძმარი
  • 1 კგ ხაჭო
  • 120 მლ რძე
  • 70 გ მწარე შოკოლადი
  • თეთრი შოკოლადი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ჯერ ღია ცომი მოამზადეთ. 6 კვერცხის ცილა გულისგან დააცალკევეთ. ათქვიფეთ და თანდათან 200 გ შაქარი დაუმატეთ. 150 გ სახამებელი, 40 გ ფქვილი და 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი დაუმატეთ, ფრთხილად აურიეთ. ბოლოს ძმარი აურიეთ.

2. მუქი ცომის მოსამზადებლად 6 კვერცხი ათქვიფეთ და 170 გ შაქარი დაუმატეთ. 150 გ ფქვილი, 1 ჩ/კ გამაფხვიერებლი და კაკაო დაუმატეთ, ფრთხილად აურიეთ.

3. საცხობ ფორმას (32×22სმ) პერგამენტი დააფინეთ. სუფრის კოვზით ღია და მუქი ცომი მორიგეობით ჩაასხით. სუფრის კოვზის უკანა მხრიდან ცომი ოდნავ აურიეთ, რომ ზოლები მიიღოთ. 180 გრადუსზე 45 წუთით აცხვეთ.

4. კრემი მოამზადეთ. ხაჭოს 6 კვერცხის გული, დარჩენილი შაქარი, რბილი კარაქი და ვანილის შაქარი დაუმატეთ. ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

5. დარჩენილი სახამებელი და რძე აურიეთ. ხაჭოს კრემი სუსტ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად ურიეთ. რძე–სახამებლის ნარევი ჩაასხით. მორევა არ შეწყვიტოთ, კრემი გასქელებამდე მიიყვანეთ.

6. ცივ ბისკვიტს არასწორი ზედა ნაწილი მოაჭერით. თავად ბისკვიტი სიგრძეზე 3 ფენად გაყავით.

7. ჯერ კიდევ თბილი კრემი ორ ფენას წაუსვით. ერთმანეთს დაადეთ. ზემოდან მესამე ფენა დააფარეთ, ტორტის გვერდები გაასწორეთ.

8. ცხიმიანი ნაღები და შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ. ცივი ჭიქური ზედა ბისკვიტს წაუსვით.

9. გამდნარი თეთრი შოკოლადით ზოლები გააკეთეთ. ტორტი ღამით მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.

ნაზი ტორტი ხაჭოს კრემით უფრო სადღესასწაულოდ მორთეთ, თუ გსურთ. ქოქოსის და შოკოლადის ფანტელები, კანფეტი, მოსაყრელი გამოიყენეთ. არ გაბრაზდეთ, თუ ვინმე დაეჭვდება, რომ ასეთი დესერტი თავად მოამზადეთ. ტორტი ხომ საუკეთესო საკონდიტროს დონეზეა.