ძალიან გემრიელი, სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი ორცხობილა.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 250გ
- კეფირი 200მლ
- ყველი 120გ
- მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- სოდა 1/2 ჩაის კოვზი
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
მომზადება
1.ჯამში ჩაასხით წყალი და კეფირი.
2.დაელოდეთ 5 წუთი.
3.დაუმატეთ მცენარეული ზეთი, მარილი და შაქარი.
4.კარგად მოურიეთ.
5.დაუმატეთ მსხვილად გახეხილი ყველი.
6.ისევ კარგად მოურიეთ.
7.გაცერით ფქვილი და ნელ-ნელა დაუმატეთ მთავარ მასას.
8.მოზილეთ ცომი და გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე.
9.ცომი გაყავით 2 ნაწილად.
10.თითოეულ ნაწილს მიეცით ძეხვის ფორმა.
11.ცომის ორივე ნაწილი შეახვიეთ პაკეტში და მაცივარში მოათავსეთ 20-30 წუთი.
12.შემდეგ დაწერით 1სმ ნაჭრებად.
13.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
14.ფორმირებული ორცხობილა მოათავსეთ პერგამენტზე.
15.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!