ბარდის შეჭამანდი პრასით – სასარგებლო წვნიანი მთელი ოჯახისათვის

1291

ბარდის უგემრიელესი შეჭამანდი ნებისმიერ ამინდს და სეზონს უხდება. ამასთან სასარგებლო და ძალიან გემრიელია. მისი მომზადება ახალბედებსაც კი გაუდვილდებათ, რადგან ძალიან ადვილი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ხმელი ბარდა
  • 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 2 ღერი დაჭრილი პრასი
  • 1 დიდი კონა ქინძი
  • 3 კბილი დანაყილი ნიორი
  • ზეთი ან კარაქი – მოსაშუშად
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. ბარდას დავასხათ წყალი და 2 საათი გავაჩეროთ, შემდეგ გადავწუროთ და მოვხარშოთ. როცა დარბილდება, დაუმატოთ ცხიმში მოშუშული პრასი და ხახვი.
  2. წვნიანი ბლენდერით ავთქვიფოთ, საჭიროებისამებრ დავუმატოთ წყალი სასურველი კონსისტენციის მისაღებად, შემდეგ ჩავაბრუნოთ ქვაბში, შევანელოთ მარილით, პილპილით, ნივრით და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ, ბოლოს მოვაყაროთ ქინძი და ნიორი.
  3. გავაფორმოთ პიტნით – სურვილისამებრ.