დესერტი, რომელიც თქვენს ფიგურას ზიანს არ მიაყენებს, ეს ნამდვილი ოცნებაა. დღესჩემს საფირმო რეცეპტს გაგიზიარებთ. არ დაგჭირდებათ ცხობა და დიდი დროის დაკარგვა.
უმარტივესი ინგრედიენტებისგან ვამზადებ ნაზ სუფლეს. ბანანი დესერტს სასიამოვნოდ ატკბობს.
ინგრედიენტები
- ბანანი 2 ცალი
- ხაჭო 400გ
- რძე 300მლ
- ჟელატინი 20გ
- შაქარი 4 სუფრის კოვზი
- რძიანი შოკოლადი
მომზადება
1.გაასუფთავეთ ბანანი, დაჭერით და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ხაჭო.
2.მოაყარეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ არ დაუმატოთ შაქარი, ამ შემთხვევაში ნაკლებად კალორიული დესერტი გამოგივათ.
3.გააცხელეთ რძე, დაუმატეთ სწრაფად ხსნადი ჟელატინი.
4.ხაჭოს მასას მოასხით რძე და მოურიეთ.
5.შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!