“ჩაის კვერცხები” გახლავთ ფასთფუდი, რომელიც ჩინეთში ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას იყიდება. მას პირდაპირ ქუჩებში, რესტორნებში ან სახლში ამზადებენ.
ჯერ კიდევ ასეულობით წლების წინ ჩინელებმა მოიგონეს კულინარიული ტექნიკა, რომელიც რბილი პროდუქტებისგან არომატულ ხემსებს ქმნიდა. ასეთებს მიეკუთვნება ყველი ტოფუ და რა თქმა უნდა კვერცხები. ცილას არც ფერი აქვს და არც გემო, მაგრამ თუ მას ჩაიში მოხარშავთ სუნელებით, სხვაგვარად მომზადება უკვე არ მოგინდებათ. ამ მეთოდს “ლუ ბრა” ეწოდება.
ინგრედიენტები
- 8 კვერცხი
- 100 მლ სოიოს სოუსი
- 1 ჩ.კ. შავი ჩაი
- 150 მლ წყალი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1 ც დარიჩინი
- 1 დაფნის ფოთოლი
- 2 ც მიხაკი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. მოხარშეთ კვერცხები ჩვეულებრივ წყალში, ადუღებიდან 6 წთ განმავლობაში. შემდეგ მოათავსეთ ცივ წყალში და გააცივეთ.
2. დაამტვრიეთ კვერცხები და დატოვეთ ასე. მოამზადეთ მარინადი.
3.შეურიეთ წყალი, ჩაი, სოიოს სოუსი, სპეციები, წამოადუღეთ და დააყენეთ 1 საათით ოთახის ტემპერატურის პირობებში.
4. მოათავსეთ კვერცხები მარინადში და ხარშეთ 30 წთ განმავლობაში. შემდეგ დატოვეთ იქვე გასაცივებლად. დააყენეთ მთელი დღის განმავლობაში, შემდეგ გაფცქვენით.
საუცხოო, პიკანტური ხემსი მზადაა. შეგიძლიათ სუნელები გემოვნებით გამოიყენოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!