არც ერთი გრამი შაქარი. კანფეტები ნიგვზით და მზესუმზირის თესლით შოკოლადის ჭიქურში

779

ჩვენს ოჯახში ტკბილეული ძალიან უყვართ. უკლებლივ ყველა ტკბილეულის მოყვარულია. ტკბილეული ნებისმიერ წუთს შეიძლება მოგვინდეს, ამიტომ ვიცი ბევრი სწრაფი და მარტივი რეცეპტი, რომელთაც ხელმისაწვდომი ინგრედიენტები სჭირდებათ. ეს ჩემი ფავორიტია. კაკლის კანფეტებს დილით ან მძიმე სამუშაო დღის ბოლოს 15 წუთში ვამზადებ.

თუ ტკბილეული გიყვართ, მაგრამ სხეულის ფორმებს და ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევთ, კაკლის კანფეტები მოგეწონებათ. ფქვილი და შაქარი არ დაგჭირდებათ. მთელი პორცია შეგიძლიათ შეჭამოთ, წონაზე არ აისახება. გემრიელი შიგთავსი, შოკოლადის ჭიქურით დაფარული, უგემრიელესია.

როგორ მოვამზადოთ სწრაფი კანფეტები ნიგვზით და მზესუმზირის თესლით

უშაქრო კანფეტებს მეტი თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ, თუ უფრო ტკბილი გემოს მიღება გსურთ. სურვილისამებრ, მწარე შოკოლადი რძიანით ჩაანაცვლეთ. მზესუმზირის თესლი შემწვარი აირჩიეთ და არა მარილიანი. ასე დესერტი უფრო გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 120 გ მზესუმზირის თესლი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ რძე
  • 60 გ ნიგოზი
  • 100 გ მწარე შოკოლადი
  • 10 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. მზესუმზირის თესლი, ნიგოზი დააბლენდერეთ. თაფლი დაუმატეთ და ფაფის მიღებამდე დააბლენდერეთ.

2. მიღებული მასიდან ბურთები გააკეთეთ და დროებით მაცივარში შეინახეთ.

3. შოკოლადი, კარაქი და რძე წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ.

4. გამაგრებული კანფეტები შოკოლადის ჭიქურში ამოავლეთ. შოკოლადის გამაგრებამდე მაცივარში შეინახეთ.

როგორც ხედავთ, სახლში კანფეტების მომზადება სწრაფად, მარტივად და რთული ინგრედიენტების გარეშე შეიძლება. თუ შოკოლადის ჭიქური არ გიყვართ, ტკბილ ბურთებს არ წაუსვათ. დესერტის გემო ჰალვას ძალიან ჰგავს. კანფეტებს სხვადასხვა ფორმა შეგიძლიათ მისცეთ.