არომატული საბუტერბროდე კარაქი იტალიურად. იდეალური გემო დახვეწილი აქცენტებით

1765

კარგი, ხარისხიანი კარაქი – თავისთავად ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია. ამიტომ ვამატებთ მას ნამცხვრებში, ფაფებში და სხვა კერძებში, ან უბრალოდ ვუსვამთ პურზე. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ბევრად მომგებიანია საბუტერბროდე კარაქის გამოყენება. მისი მომზადება კი ძალზედ იოლია.

კარაქი იტალიურად – ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტია. იტალიელმა კულინარებმა საკუთარ თავს არ უღალატეს და აქაც პომიდვრის ჩირი, ბაზილიკი და ნიორი გამოიყენეს. რადგან ეს ნაკრები იტალიურ კლასიკად მიიჩნევა. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა კარაქი
  • 60 გრ პომიდვრის ჩირი
  • 0,5 კონა ბაზილიკი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი ერთგვარი მასის მიღებამდე.

2. დაამატეთ წვრილად დაჭრილი პომიდვრის ჩირი, ბაზილიკი, ნიორი, მარილი და კარგად მოურიეთ.

3. გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

4. წუასვით ბაგეტს და გემრიელად მიირთვით!

შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!