არომატული ემპანადასი – ხორცის ღვეზელი არგენტინულად

1567

ემპანადასი – პოპულარული კერძია არგენტინაში, მექსიკასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ესპანურად “ემპანადასი” ღვეზელს ნიშნავს. ამ კერძის დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ როგორი შიგთავსითაც არ უნდა მოამზადო, მაინც გემრიელი გამოვა. ცომის შემთხვევაშიც არჩევანი თქვენზეა: გნებავთ ფენოვანი, გნებავთ – საფუარის.

დღეს ჩვენ მარტივ ემპანადასს მოვამზადებთ კვერცხითა და ღორის ხორცის ფარშით. თუ ცხარე საჭმელი გიყვართ, დაამატეთ ცხარე წიწაკა ჩილი.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 400 გრ ღრის ხორცის ფარში
  • 2 კვერცხი
  • 4 კვერცხის გული
  • 200 გრ კარაქი
  • 100 მლ რძე
  • 2 ც ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • კურკუმა გემოვნებით
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • როზმარინი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ ცომი. შეურიეთ 100-120 მლ რძე, გამაფხვიერებელი, კარაქი, 2 კვერცხის გული.

2.დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 2 საათით.

3. მოამზადეთ შიგთავსი. დაჭერით წვრილად ხახვი, ნიორი, მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ ფარში. მოაყარეთ სუნელები, მარილი. მზა მასას დაუმატეთ 2 მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, არაჟანი და მწვანილი. კარგად მოურიეთ.

4. გააბრტყელეთ თხლად ცომი, ამოჭერით დიდი ჭიქით რგოლები.

5. მოათავსეთ რგოლებში თითო ს.კ. ფარშის მასა და შეკარით ვარენიკებივით.

6. წაუსვით ზეთი საცხობ ფორმას, მოათავსეთ ღვეზელები, წაუსვით კვერცხის გული.

7. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.

ემპანადასი შეგლიძიათ ზეთში შეწვათ ტაფაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ღვეზელები ბევრად კალორიული გამოვა. მიირთვით კერძი საყვარელ სოუსებთან ან ბოსტნეულის სალათთან. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!