წარმოიდგინეთ, ღამის პერაგნის გამოუცვლელად, უბრალოდ 4 ინგრედიენტის ერთმანეთში შერევით და მიღებული ნარევის მაცივარში მოთავსებით, თქვენ მიიღებთ ძალიან გემრიელ დესერტს, რომელსაც საკმაოდ ცნობილი და ელიტური რესტორნების მენიუშიც კი წააწყდებით. შოკოლადის საოცრად ნაზი და გემრიელი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება, ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
არომატული ჩიზქეიქი შოკოლადის პასტითა და დაფქული ხრაშუნა ორცხობილებით – გემრიელად ჟღერს, არა? მოამზადეთ ის ამ მარტივი ინსტრუქციით, გაუმასპინძლდით სტუმრებს, ოჯახის წევრებს და პირობას გაძლევთ, ყველა დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩება. უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად თქვენ მაქსიმუმ 30 წუთი დაგჭირდებათ.
შოკოლადის ჩიზქეიქი
ინგრედიენტები:
- 250 გრამი დაფქული ორცხობილები
- 150 გრამი კარაქი
- 360 გრამი შოკოლადის პასტა
- 460 გრამი ყველი “ფილადელფია”
მომზადება:
1. მოათავსეთ ორცხობილები ბლენდერში და კარგად დაფქვით.
2. შეურიეთ ერთმანეთში დამდნარი კარაქი და 40 გრამი შოკოლადის პასტა. გაადნეთ ნარევი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღუღ ღუმელში და კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. შოკოლადისა და კარაქის მზა მასა ჩაასხით დაფქულ ორცხობილებში და კარგად გადაურიეთ.
4. ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ყველი “ფილადელფია” და დარჩენილი შოკოლადის პასტა, ბლენდერის ან მიქსერის გამოყენებით კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. მრგვალ საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მის ფსკერზე თანაბრად გაანაწილეთ დაფქული ორცხობილების, კარაქისა და შოკოლადის მასა.
6. ჭიქის გამოყენებით მიეცით მას შესაბამისი ფორმა ჩვენი მომავალი ჩიზქეიქისთვის.
7. ჩაასხით მასში ყველისა და შოკოლადის ნარევი, შემდეგ მოათავსეთ ის მაცივარში 6 საათით.
8. შოკოლადისა ძალიან გემრიელი ჩიზქეიქი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ეს დესერტი იმდენად გემრიელი გამოდის, დაგემოვნებისთანავე აუცილებლად შეგიყვარდებათ, ოჯახის წევრები და სტუმრები კი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩებიან.
თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს სოციალურ ქსელში. გისრუვებთ ყველაფერს საუკეთესოს!