ქაშაყისგან მომზადებული კერძები ტრადიციულად ამშვენებს ჩვენს სუფრებს, თუნდაც სალათი „შუბა“ ავიღოთ. თითქოსდა, ამ სალათის გარეშე წარმოუდგენელია დღესასწაული. და რომ ახალი და საინტერესო კერძით ვცადოთ სტუმრების გაოცება?
„გასტრონომია“ გთავაზობთ ქაშაყისა და კარტოფილის რეცეპტს, რომელიც სადღესასწაულო სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძი გახდება.
ინგდიენტები
- 10 კარტოფილი
- 1 ხახვი
- 2 ქაშაყი
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 1 ლიმონი
- მწვანილი
- ბროწეულის მარცვლები
- 2 დაფნის ფოთოლი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ კანიანად. წყალში დაამატეთ მარილი და დაფნის ფოთოლი.
2. გაასუფთავეთ თევზი, მოაჭერით თავები.
3. დაჭერით თევზი კუბებად.
4. დაჭერით ხახვი და დაამატეთ თევზს.
5. გაჭერით ლიმონი შუაზე, ერთი ნაწილიდან გამოწურეთ წვენი. შეურიეთ ზეთი და მდოგვი.
6. მოასხით მიღებული მასა ქაშაყს.
7. გაფცქვენით კარტოფილი, მოაჭერით თავი და ჩაის კოვზით ამოიღეთ გული.
8. შეავსეთ კარტოფილი ქაშაყის შიგთავსით.
9.მორთეთ კერძი მწვანილით და ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით!
ასე ადვილად შეგიძლიათ მოამზადოთ შესანიშნავი ხემსი, რომელსაც ჩვეულებრივ ვახშამზეც და სადღესასწაულო სუფრაზეც თამამად მიართმევთ. ის გულგრილს არავის დატოვებს!