ტირამისუ იტალიური დესერტია და მისი მრავალი ვარიაცია არსებობს. მოცემული რეცეპტით დამზადებული ვარიანტი განსაკუთრებით გემრიელი და მიმზიდველია.
ინგრედიენტები:
- 375 გ ცხიმიანი ნაღები
- 150 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
- 2 სუფრის კოვზი ყავის ლიქიორი
- 1 ფინჯანი მასკარპონე
- 16 ცალი იტალიური ნამცხვარი “სავოიარდი”
- კაკაოს ფხვნილი, თავზე მოსაყრელად
მომზადების წესი:
- 180 მლ ნაღები, შოკოლადი და ლიქიორი ორთქლის აბაზანაზე შემოდგით. დროდადრო ურიეთ გადნობამდე. გააცივეთ მაცივარში 15 წუთი.
- დარჩენილი ნაღები მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ რბილი, მაგრამ მკვრივი მასის წარმოქმნამდე. მიღებული კრემი დაუმატეთ მასკარპონეს და კარგად აურიეთ. 375 მლ მოცულობის 4 ჭიქაში ჩადეთ ნამცხვარ “სავოიარდის” ნაჭრები, შეგიძლიათ დატეხოთ და ისე დაალაგოთ. მოასხით შოკოლადის ნახევარი, შემდეგ ათქვეფილი ნაღების ნაწილი. გაიმეორეთ იგივე პროცედურა. მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.
- თავზე დააფარეთ და გააცივეთ მაცივარში 4 საათით მაინც მოათავსეთ.
გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.