შიგთავსიანი ფუნთუშების მომზადებაზე ვგიჟდები, მათი მომზადების უამრავი წესი ვიცი. ყველაზე რთულია არ შემოგეჭამოს ყველა ერთდროულად.
ინგრედიენტები
- წყალი 250მლ
- საფუარი 25გ
- კვერცხი 1 ცალი
- კვერცხის გული 1 ცალი
- შაქარი 100გ
- ხორბლის ფქვილი 500გ
- კარაქი 100გ
- მზესუმზირის ზეთი 500მლ
- მარილი
- მოხარშული კრემი გემოვენებით
მომზადება
1.საფუარი გახსენით წყალში და მოურიეთ. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი, კვერცხი, კვერცხის გული და მოურიეთ ინგრედიენტებს.
2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ კარაქი, მარილი და მოზილეთ ცომი.
3.გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით. დატოვეთ ამოსაფუებლად 3 საათი.
4.შეწვით ზეთში და ამოავლეთ შაქარში.
5.ამოავსეთ შიგთავსით.
გემრიელად მიირთვით!