ამერიკული ფენქეიქის საუკეთესო რეცეპტი ნუთელას შიგთავსით

2968

თუ გსურთ მოამზადოთ უმაღლესი დონის დესერტი, არსებობს ერთი ინგრედიენტი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ: ნუთელა! ყველასათვის საყვარელი თხილისა და შოკოლადის პასტა უკვე დიდი ხანია გამოიყენება დესერტებში, კოქტეილებსა და სხვა ტკბილ კერძებში. მაგრამ გსმენიათ ნუთელას ბლინებზე?

ბლინები ნუთელას შიგთავსით

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 10-14 ს.კ. ნუთელა

ინგრედიენტები ბლინებისთვის

  • 1-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 3 ს.კ. გრანულირებული შაქარი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჭიქა რძე

მომზადების წესი

1. საშუალო ზომის საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ზედაპირზე სუფრის კოვზით მოათავსეთ ნუთელა და მიეცით დისკის მსგავსი ფორმა, დიამეტრით 2,5 სმ.

2. ერთი დისკისთვის თქვენ დაახლოებით ერთი და ნახევარი სუფრის კოვზი ნუთელა დაგჭირდებათ. საერთი ჯამში, უნდა გამოგივიდეთ 7-8 ცალი დისკი. საცხობი ლანგარი მოათავსეთ საყინულეში 15-20 წუთით, სანამ ისინი მყარი არ გახდება.

3. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა.

4. საშუალო ზომის თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და რძე.

5. მიღებული მასა ისეთივე თხელი უნდა იყოს, როგორიც ოლადების ცომია.

7. ცხელ ტაფას დაასხით ცოტაოდენი ზეთი და მასზე მოათავსეთ თხელი ცომი სუფრის კოვზით. დაადეთ მასზე 1 ცალი გაყინული ნუთელას დისკი და დაფარეთ იგი ცომით.

8. ცომის მეორე ფენამ სრულად უნდა დაფაროს ნუთელა. როდესაც ცომზე ბუშტუკები გამოჩნდება, დროა იგი გადააბრუნოთ.

9. გადააბრუნეთ ბლინი და მოამზადეთ კიდევ 1-2 წუთით, სანამ მეორე მხარე ოქროსფერი არ გახდება.

გემრიელად მიირთვით!