რულეტი ალუბლით – უგემრიელესი დესერტია, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ. უნაზესი ბისკვიტი, ჰაეროვანი არაჟნის კრემით.
ეს არის ის დესერტი, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღიურად მოამზადოთ. ჩაის და ყავას ძალიან უხდება.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 150გ
- შაქარი 220გ
- კვერცხი 3 ცალი
- კარაქი 100გ
- გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
- არაჟანი 400გ
- შაქრის ფხვნილი 150გ
- ალუბალი 300გ
- სიმინდის სახამებელი 1 სუფრის კოვზი
- ნუტელა 3 სუფრის კოვზი
- რძიანი შოკოლადი გემოვნებით
მომზადება
1.უკურკო ალუბალს მოაყარეთ 70გ შაქარი, სახამებელი და გააცხელეთ სქელის მასის მიღებამდე.
2.ახლა კი მოვამზადოთ ფირფიტა. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და გამღვალი კარაქი.
3.ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და გაანაწილეთ ცომი.
4.ცომზე გადაანაწილეთ გაგრილებული ალუბლის გულსართი. გამოაცხვეთ 10-15 წუთი 180 გრადუსზე.
5.ცხელი ფირფიტა გადაახვიეთ რულეტისებურად. გააგრილეთ.
6.ახლა კი მოვამზადოთ არაჟნის კრემი. ათქვიფეთ გაგრილებული არაჟანი და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.
7.გახსენით რულეტი და წაუსვით კრემი.
8.სურვილისამებრ დაუმატეთ დარჩენილი ალუბალი, ნუტელა და ისევ გადაახვიეთ რულეტისებურად.
9.რულეტს წაუსვით დარჩენილი კრემი, შეფუთეთ და შეინახეთ 6 საათი მაცივარში. გააფორმეთ შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!