ჰაეროვანი ფუნთუშები კარაქი–საფუარის ცომზე: დეტალური რეცეპტი

1102

თუ ფუმფულა ფუნთუშების გამოცხობა გსურთ, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოიყენეთ. მხოლოდ ერთი ინგრედიენტით ფუნთუშა უბრალო ცომეულიდან რბილი და არომატული გამოდის. ალბათ, არ გინახავთ ნაღების ყველი ფუნთუშების რეცეპტში. როგორც აღმოჩნდა, ეს პროდუქტი ასეთ ცომეულში შეუცვლელია!

ცომი უნივერსალური გამოდის, ამიტომ საფუარის ფუნთუშები როგორც ჩაის, ასევე წვნიანს შეგიძლიათ მიაყოლოთ. თუ ტკბილი ცომეულის მომზადება გსურთ, ცოტა ვანილი დაუმატეთ. ფუნთუშას შეგიძლიათ დაუმატოთ შიგთავსი: კაკალი, ჩირი, სელის ან მზესუმზირის თესლი.

როგორ მოვამზადოთ ფუმფულა ფუნთუშები კარაქი–საფუარის ცომზე

თუ შესაძლებელია, შინ მომზადებული ნაღების ყველი გამოიყენეთ. ხარისხიანი და გემრიელია. გარდა ამისა, რეცეპტისთვის შრატი დაგრჩებათ. თუ შრატი არ გაქვთ, რძე და წყალი თანაბარი პროპორციებით აურიეთ.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ შრატი
  • 40 გ შაქარი
  • 6 გ მარილი
  • 1 კვერცხი
  • 15 გ საფუარი
  • 50 გ კარაქი
  • 70 გ ნაღების ყველი
  • 520 გ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

1. შრატი, შაქარი და საფუარი აურიეთ. 4 ს/კ ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომის ხაშს ტილო დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.

2. ამ დროში კვერცხი, შაქარი, ნაღების ყველი და მარილი კარგად აურიეთ.

3. ნაღების ნარევი ხაშს დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ. ბოლოს კარაქი დაუმატეთ.

4. თასს ზეთი წაუსვით, ცომი მოათავსეთ. პარკი დააფარეთ და გახვრიტეთ. ცომი ამოსასვლელად 40-50 წუთით გააჩერეთ.

5. ცომი 12 ნაწილად დაყავით. დაახვიეთ და პარკი დააფარეთ. 10 წუთით გააჩერეთ.

6. ცომის ნაჭრები გრძელ ფირფიტებად გააბრტყელეთ. რბილი კარაქი წაუსვით. ცომი ჯერ სიგრძეზე შუაზე გადაკეცეთ, შემდეგ ლოკოკინასავით დაახვიეთ.

7. ცომის ნამზადი ზეთწასმულ ფორმაში გადაიტანეთ. ფორმას პარკი დააფარეთ, პარკი გახვრიტეთ და ამოსასვლელად 40 წუთით გააჩერეთ.

8. ფუნთუშები 180 გრადუსზე 20-25 წუთით აცხვეთ. მზა ფუნთუშებს მაშინვე კარაქი წაუსვით.

ხრიკი დაიმახსოვრეთ. როგორც ამ საფუარის ფუნთუშების, ასევე სხვა ცომეულის მოსამზადებლად გამოგადგებათ. ფორმას რბილი და არა გამდნარი კარაქი წაუსვით. ძალიან თხელი კარაქი ფორმის ძირში წვეთავს, რის გამოც ცომეული შეიძლება დაიწვას.