ჰაეროვანი ნამცხვარი თურქეთიდან. სანამ იწვება, 3 წუთში ბალიშივით იბერება

939

თურქმა მზარეულებმა ყველაზე ჩვეულებრივი ცომიდან წარმოუდგენლად გემრიელი ტკბილეულის მომზადება ისწავლეს, თან შაქარს და სხვა დამატკბობლებს არ იყენებენ. ძალიან სწრაფად მზადდება და წვის პროცესში ბალიშივით იბერება. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ჰაეროვანი ნამცხვარი თურქული რეცეპტით.

მომზადების წესი:

1. ცომი სწრაფად მოზილეთ, ეს თქვენი მთავარი ამოცანაა. ღრმა თასში 200 მლ რძე ჩაასხით, კვერცხი, 4 გრ მარილი, 10 გრ საკვები სოდა და 360 გრ ფქვილი დაუმატეთ.

2. უსაფუარო ცომს ვიყენებთ, ამიტომ საჭირო არააა ცომის მოცულობის გაზრდას დაელოდოთ. პირდაპირ საქმეზე გადადით. ცომი 4 თანაბარ ნაწილად გაყავით და თითოეული ბრტყელ მართკუთხედად გააბრტყელეთ. თხელ ზოლებად დაჭერით და შუაში გაჭერით, როგორც სურათზეა მოცმული.

3. ცომის ერთი ნაწილი მეორეს ზემოდან დაადეთ.

4. შუაში თითი დააჭირეთ და ნავის ფორმა მიეცით.

5. ახლა ქვაბში ზეთი გააცხელეთ და გემრიელი ნამცხვრები შეწითლებამდე შეწვით. 3-5 წუთით წვა საკმარისია.

გემრიელად მიირთვით!