ჰაეროვანი და რბილი: თურქული ღვეზელი კარტოფილით და ხახვით

70

ვცდილობ, რომ ჩემი საყვარელი თურქული სერიალების სერია არ გამოვტოვო. როგორ ლამაზად აჩვენებენ სიყვარულს, ვნებას, არჩევანის სირთულეს, განშორების დარდს. კადრში შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ ძლიერი გრძნობა, არამედ ადგილობრივი კერძები. ასე სერიალის „სიყვარული ქირით“ ერთ–ერთ ეპიზოდში ვხედავთ ცნობილ თურქულ ღვეზელს კარტოფილით.

როგორც ერთგულმა გულშემატკივარმა და ცომეულის მოყვარულმა მაშინვე მისი მომზადება გადავწყვიტე. რთული არაფერია: ელემენტარული ცომი და ბიუჯეტური შიგთავსი. საფუარის ღვეზელის გემო საოცარია. რბილი და ჰაეროვანი ცომეული ოჯახის წევრებს სუფრასთან შეკრებს.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ წყალი
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 0,5 ს/კ საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 3 კარტოფილი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 50 გ კარაქი
  • 100 მლ რძე
  • 0,5 ს/კ შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • 2,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 2 ხახვი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ცომის ხაში რომ მოამზადოთ, წყალი, რძე, საფუარი, შაქარი და 0,25 ჭიქა ფქვილი აურიეთ. 15 წუთით გააჩერეთ.

2. ცომის ხაშს კვერცხის ცილა, მარილი გემოვნებით და ფქვილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. პარკი დააფარეთ და 45 წუთით გააჩერეთ.

3. შიგთავსი რომ მოამზადოთ, მოხარშული კარტოფილი დააქუცმაცეთ. ზეთში შემწვარი ხახვი, მარილი, წიწაკა და პაპრიკა დაუმატეთ და აურიეთ.

4. ცომი 5 ნაწილად დაყავით. თითოეული მართკუთხა ფირფიტად გააბრტყელეთ, გამდნარი კარაქი წაუსვით და ერთ კიდეში შიგთავსი დაუმატეთ. ცომი რულეტივით დაახვიეთ.

5. დანარჩენი ცომის ნაწილებით და დარჩენილი შიგთავსით იგივე გააკეთეთ. რულეტები საცხობ ფორმაში ჩადეთ.

6. რულეტი ღვეზელის ნაჭრებად დაჭერით, პარკი დააფარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.

7. დარჩენილი კვერცხის გული, 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთი აურიეთ და ღვეზელებს წაუსვით. 175 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.

თუ სახლში სეზამის თესლი გაქვთ, ღვეზელებს მოაყარეთ. ცომეული შავი და თეთრი სეზამის თესლით ლამაზი გამოვა. ღვეზელი წვნიანს, სალათს, ცხელ კერძს ან წასახემსებელს შეგიძლიათ მიაყოლოთ.