ჰაეროვანი და ნაზი ფუნთუშები კეფირზე მომზადებული. ბავშვები გიჟდებიან

201

გსურთ დილით სუფრაზე ფუნთუშები გქონდეთ, რომელსაც მადის აღმძვრელი არომატი, ხრაშუნა ქერქი და ნაზი შიგთავსი აქვს? Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კეფირზე მომზადებულ ფუნთუშებს, რომელიც სამსახურში შესვენების დროს გიშველით ან შვილს სკოლაში შეგიძლიათ გაატანოთ.

ასეთ ფუნთუშებს სულ რაღაც 40 წუთში მოამზადებთ. რატომ ასე სწრაფად? უბრალოდ ცომს საფუარის დამატება არ სჭირდება. სწორედ ამიტომ, დიდხანს მოზელა და შემდეგ ამოსასვლელად გაჩერება არ სჭირდება.

თქვენი ვარიანტი შეარჩიეთ: ტკბილი ან ნეიტრალური. უშაქრო ფუნთუშას მომზადებისას ცომს შაქრის ფხვნილი და ვანილი არ დაუმატოთ. თუ სპეციალური ფორმების მომზადება არ გსურთ, უბრალოდ კლასიკურ მრგვალ ფორმად გამოაცხვეთ.

სხვებმა შეგიძლიათ ფუნთუშას ფორმირების ორიგინალური მეთოდი დაიმახსოვროთ. ასეთ ფუნთუშას ფენოვანი და ჰაეროვანი სტრუქტურა აქვს.

ამ შემთხვევაში ცომის მოსაზელად თეთრი ხორბლის მაღალი ხარისხის ფქვილი და კეფირი (2,5%) უნდა შეიძინოთ. კარაქი შეგიძლიათ ხარისხიანი მარგარინით ჩაანაცვლოთ. სურვილის შემთხვევაში ცომს დაუმატეთ ვანილი, კაკაოს ფხვნილი ან ცედრა. გამომცხვარ ფუთუშას შეგიძლიათ შაქრის ფხვნილი, თესლი ან კაკალი მოაყაროთ. პროდუქტების სია 6 პერსონაზეა გათვლილი.

ინგრედიენტები:

  • 330 გრ ფქვილი
  • 70 გრ კარაქი
  • 100 მლ კეფირი
  • დანის წვერით ვანილი
  • 1 კვერცხის გული (წასასმელად)
  • 30 გრ შაქარი ცომისთვის, 18 გრ მოსაყრელად
  • 6 გრ გამაფხვიერებელი
  • 8 გრ შაქრის ფხვნილი
  • 3 გრ მარილი

მომზადების წესი:

1. კარაქი პატარა ნაჭრებად დაჭერით, წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. მარილი და შაქარი დაუმატეთ.

2. 100 მლ ოთახის ტემპერატურის კეფირი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. რბილი, ნაზი, ოდნავ წებოვანი ცომი მოზილეთ.

3. მთელი მასა 6 ნაწილად გაყავით. თითოეული დაამრგვალეთ. დაფას ცოტა ფქვილი მოაყარეთ. თითოეული ოვალურ კვერად გააბრტყელეთ (ზუსტად 15 სმ სიგრძე).

4. სპეციალური დანა აიღეთ და ისე დასერეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

5. ამის შემდეგ ცოტა შაქარი მოაყარეთ.

6. ტურნიკეტის ფორმა მიეცით.

7. ახლა ბოლოები შეაერთეთ. ასე სხვა ფუნთუშებიც გააკეთეთ.

8. თითოეულ ფუნთუშას კვერცხის გული წაუსვით და საცხობი ფორმის ძირში (წინასწარ სპეციალური ქაღალდი დააფინეთ) მოათავსეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

9. მზა ფუნთუშები გააცივეთ. დიდ, ლამაზ თეფშზე გადაიტანეთ და ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. შავი ან მწვანე ჩაი, ასევე ცივი რძე იდეალურად შეავსებს.

10. ტკბილი, ჰაეროვანი ფუნთუშები სიამოვნებით მიირთვით!