ჰაეროვანი და მსუბუქი: ბისკვიტის ტორტი მოხარშული კრემით და ჭიქურით

55

ალბათ, ტორტი „ჩაროდეიკა“ ბევრს ახსოვს. ნაზი ბისკვიტი, ტკბილი, მსუბუქი კრემი და გემრიელი შოკოლადის ჭიქური საკონდიტრო შედევრში გაერთიანებულია. ეს საბჭოური ტორტი ისეთი კარაქიანი არ იყო, როგორც „კიევური“, და არც ისეთი ტკბილი, როგორც „პრაღა“.

ჭორების მიხედვით, ტორტი „ჩაროდეიკა“ საბჭოელ კონდიტრებს არ გამოუგონიათ. ამერიკულ „ბოსტონის კრემიან ტორტს“ ძალიან ჰგავს. მხოლოდ ერთი განსხვავებაა: აქ მოხარშული კრემი რაღაც სუფლეს მსგავსით ჩაანაცვლეს, ამიტომ დესერტის დიდხანს შენახვა შეიძლება.

როგორ მოვამზადოთ ბისკვიტის ტორტი „ჩაროდეიკა“ კრემით და ჭიქურით

როგორც არ უნდა იყოს, დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტორტის რეცეპტს მოხარშული კრემით.

ინგრედიენტები:

  • 160 გ ხორბლის ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • 480 მლ რძე
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 350 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 120 გ კარაქი
  • 4 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ს/კ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. 5 კვერცხი სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. 180 გ შაქარი და ვანილი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.

2. 130 გ ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით და ცომს ფრთხილად აურიეთ. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით და 180 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთით აცხვეთ.

3. 1 კვერცხი, 250 მლ რძე და 90 გ შაქარი ტაფაზე მოათავსეთ და ცეცხლზე დადგით. ინგრედიენტებს ურიეთ.

4. 30 გ ფქვილი დაუმატეთ, ურიეთ და კრემი გასქელებამდე საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. კრემს მუდმივად ურიეთ.

5. კრემი სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ. ცოტა ვანილი და 80 გ კარაქი დაუმატეთ. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

6. ბისკვიტს გაგრილება აცადეთ, შემდეგ გაჭერით ისე, რომ 2 ფენა მიიღოთ.

7. შაქრის ფხვნილი და 200 მლ თბილი რძე აურიეთ და ბისკვიტის ფენები გაჟღინთეთ.

8. ბისკვიტის ქვედა ფენაზე კრემი თანაბრად გაანაწილეთ და მეორე ფენა დააფარეთ. პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და 2-3 საათით მაცივარში შეინახეთ.

9. კაკაო, დარჩენილი შაქარი და კარაქი ღრმა ტაფაზე მოათავსეთ, ცოტა ვანილი და 20 მლ რძეც დაუმატეთ. ინგრედიენტები ადუღებიდან კიდევ 1 წუთით ხარშეთ და ქურიდან გადმოდგით.

10. შოკოლადის ჭიქურით ტორტი ზემოდან და გვერდებზე დაფარეთ.

როგორც ხედავთ, ტორტის შინ მომზადება მარტივია. ვფიქრობთ, რომ კლასიკური „ნაპოლეონი“ უფრო მეტ დროს მოითხოვს. თუ დესერტის მომზადებას აპირებთ, დამატებით შეგიძლიათ გააფორმოთ. მაგალითად, საკონდიტრო მოსაყრელი ან შაქრის ფორმები გამოიყენეთ.