ხრაშუნა ჩებურეკი მოხარშული ცომით მომზადებული. წარმატებული რეცეპტი

190

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელ და ხრაშუნა ჩებურეკს, რომელიც მოხარშული ცომით მზადდება. აუცილებლად სცადეთ და ოჯახის წევრები გაახარეთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 3,5 ჭიქა ფქვილი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა ცხელი წყალი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გრ რბილი ღორის ხორცი
  • 4-6 ხახვი
  • მარილი, ბაჰარის წიწაკა გემოვნებით
  • მზესუმზირას ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. გაცრილი ფქვილი და მარილი აურიეთ, 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და ჩანგლით სწრაფად აურიეთ. გამდნარი კარაქი კვერცხთან ერთად ოდნავ ათქვიფეთ და იმწამსვე ფქვილის მასას დაუმატეთ.
  2. ძალიან რბილი და ნაზი ცომი მოზილეთ, სალფეთქი დააფარეთ და შიგთავსის მომზადება დაიწყეთ.
  3. ღორის ხორცი და გასუფთავებული ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ, კარგად აურიეთ. ჩებურეკის შიგთავსი მზადაა.
  4. ცომის ნაწილი მოჭერით და ძალიან თხლად გააბრტყელეთ.
  5. ცომის ნახევარზე ხორცის შიგთავსი მოათავსეთ, მეორე ნახევარი დააფარეთ.
  6. ჩებურეკის კუთხეები დააფიქსირეთ.
  7. ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და ჩებურეკი ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით. ჩებურეკი მოხარშული ცომით წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. ახლობლები გაახარეთ.
  8. გემრიელად მიირთვით!