ხორცი, რომელიც ბულიონის მოსამზადებლად საუკეთესოა

73

რომელი ხორცი შევარჩიოთ ბულიონისთვის? ამ არომატული კერძის რამდენიმე სახეობა არსებობს, მაგრამ ყველა ვარიანტი ოჯახის წევრებს ან სტუმრებს არ მოეწონება. Gastronomia.ge–ს რედაქცია დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ როგორ შეარჩიოთ წვნიანი ბაზა შეუცდომლად და მთელ ოჯახს გემრიელი კერძით გაუმასპინძლდეთ. სასარგებლო რჩევები დაიმახსოვრეთ.

ბულიონის ხორცი

კიდევ რით შეიძლება გავთბეთ ცივ სეზონზე ფინჯანი ცხელი ჩაის და საყვარელი ყავის გარდა? რა თქმა უნდა, საქმე მკვებავ და სასარგებლო წვნიანს ეხება. დაგვეთანხმეთ, რომ საყვარელ კაფეში წასვლა ან სახლში ცხელი წვნიანის დაგემოვნება გაყინული ორგანიზმისთვის ნამდვილი ნეტარებაა.

ბულიონი მდიდარ სითხედ ითვლება, რომელიც რომელიმე ხორცის, ძვლების, ბოსტნეულის და თევზის ბაზაზე მზადდება. თუ ბულიონს ვინმესთვის ამზადებთ, მაშინ აუცილებლად გაარკვიეთ, თუ რა უყვარს ამ ადამიანს განსაკუთრებით. უფრო მეტიც, თითოეული წვნიანი ზოგიერთი სიტუაცისთვის შესაფერისია. მოდით გავარკვიოთ, როგორ მოვამზადოთ იდეალური ბულიონი.

წვნიანი ყოველდღე

როცა საქმე დამხმარე ბულიონს ეხება, ბავშვობიდან ჭკუის სასწავლებელი ისტორია გვახსენდება. ერთი პატარა გოგონა ძლიერ ავად გახდა და თითოეული ნათესავი მისთვის ძვირადღირებული საჩუქრების ჩუქებას ცდილობდა, რომ როგორმე გაემხიარულებინათ. პატარას ეს ნუგეშს არ გვრიდა. მხოლოდ ბებიამ არ იცოდა, რა ეჩუქებინა. ძვირადღირებული საჩუქრის ფული არ ქონდა, მაგრამ მისი მდგომარეობის გამო ძლიერ დარდობდა.

შვილიშვილის უბედურებაში დატოვება ვერ შეძლო. სტუმრად ეწვია და გოგონას ცხელი ქათმის ბულიონი მოუმზადა. ბებია ამბობდა, რომ წვნიანი ახალი პროდუქტებისგან მოამზადა და სიყვარულით მორთოთ. გოგონას წვნიანი იმდენად მოეწონა, რომ იმწამსვე შვება იგრძნო. ასე მზრუნველი ბებია საყვარელ გოგონას დაეხმარა.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ნამდვილად გემრიელი წვნიანის მომზადება მარტივი არაა. ხორცი სწორად უნდა შეარჩიოთ, მოამზადოთ, ქვაბი შეარჩიოთ. მით უფრო, სითხის მოხარშვას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ზოგიერთი ბულიონისთვის 5 საათიც ცოტაა, რომ სასურველი გემო, ფერი და კონსისტენცია მიიღოს.

ქათმის ბულიონი

ამ კერძის სასარგებლო თვისებებს ექიმებიც ადასტურებენ. თავად ავიცენი ბულიონს თავის ჩანაწერებში იხსენებს. ძველი ექიმები ასეთ წვნიანს უნიშნავდნენ მათ, ვისაც სასუნთქი ორგანოები აწუხებდა. ქათმის ბულიონი როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის სასარგებლოა. მთელი აზრი მარტივ მომზადებაში და კვებით ღირებულებაშია.

დამეთანხმეთ, რომ ქათმის ბულიონი ყველა ცნობილ ბულიონს შორის ყველაზე ნეიტრალურია. მომზადებაში მარტივია, ასევე მკვეთრი გემო და არომატი არ აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველა საფუძვლის საფუძველია. ასეთი ბულიონის მოსამზადებლად ზრდასრული ქათმის ხორცი უნდა შეარჩიოთ ან სპეციალური წვნიანის ნაკრები შეიძინოთ.

ხორცს აუცილებლად წინასწარ ტყავი მოაშორეთ, თუ გამჭვირვალე ბულიონს ამზადებთ. წვნიანი მთელი ხორცის, ბარკლების ან ქათმის ხორციანი კარკასის ბაზაზე შეგიძლიათ მოხარშოთ. ქათმის ფილეს ნაწილი დიეტური ან ბავშვის საკვებისთვის გამოგადგებათ. თუ ქათმის წვნიანი დანიშნულია პაციენტისთვის, რომელიც მკურნალობას გადის, მენიუში ასეთი წვნიანის ჩართვაზე კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ.

სხვა ხორცი ბულიონში

მსუბუქი წვნიანების მოყვარულები ინდაურის ხორცის ბულიონს დააფასებენ. ისიც იმუნიტეტს აძლიერებს და საჭმლის მომნელებელი სისტემის, სახსრების და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. ასეთი წვნიანი პატარებისთვის ან დიეტაზე მყოფთათვის შეგიძლიათ მოამზადოთ.

ცხვრის, ძროხის და ღორის ხორცი ბულიონისთვის ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. ეს საკმარისად გაჯერებული, ცხიმიანი და მკვებავი კერძია, ამიტომ ყველასთვის შესაფერისი არაა. მაგალითად, ამ ბულიონის არომატს ყველა არ დააფასებს, ზოგს ზედმეტი ცხიმიანობის დანახვა არ ესიამოვნება. ამ ხორციდან ბულიონის მომზადებამდე სტუმრებთან დეტალები განიხილეთ.

თუ რაიმე სახის აკრძალვა არ გაქვთ, ბულიონისთვის ღორის ნეკნები და წვივები თამამად შეიძინეთ. ცხვრის ბულიონისთვის სჯობს ბეჭი ან ყელის ნაწილი შეარჩიოთ. ხორცი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, თუ გამჭვირვალე სითხის მიღება გსურთ. ძროხის ბულიონისთვის იდეალური ნაწილია კისრის ნაწილი, გულმკერდი, წვივები, თეძო.

ვიმედოვნებთ, რომ ეს პატარა მინიშნებები თქვენთვის სასარგებლო იქნება. თქვენ როგორ არჩევთ ხორცს ბულიონისთვის? თუ ბულიონს ძვლების ბაზაზე ამზადებთ? გაგვიზიარეთ პირადი გამოცდილება.