ხორციანი ბორშჩის მომზადების საიდუმლო – ახლა ის ბევრად გემრიელი გამოგივათ!

1945

თუკი ჯერ არ გიპოვნიათ ბორშჩის იდეალური რეცეპტი, ჩაინიშნეთ ეს – უგემრიელესი გამოდის!

ინგრედიენტები: 

  • ძროხის ხორცი – 1 კილოგრამი
  • ჭარხალი – 4 ძირი
  • ხახვი – 1-2 თავი
  • დაჭრილი მწვანილი – 1 ჩაის ჭიქა
  • დაფნის ფოთოლი – 3-4 ცალი
  • პურის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი
  • ძროხის გადამდნარი ქონი  – 1 სუფრის კოვზი
  • არაჟანი ან მაწონი – 3/4 ჩაის ჭიქა
  • წითელი, შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ძროხის ხორცსიგან გავაკეთოთ ბულიონი ჩვეულებრივი წესით.
  2. ბულიონში ჩავუმატოთ წითელი და შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი ჭარხალი და ხახვი.
  3. თუ გვინდა ბორშჩი წითელი ფერის იყოს, ჭარხლის ჩაყრისთანავე ჩავაყოლოთ ტყემლის ტყლაპი, ძმარი ან სხვა რაიმე სიმჟავე.
  4. გადამდნარ ძროხის ქონში მოვშუშოთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, დავასხათ ბულიონი, კარგად გავხსნათ და ჩავასხათ ბორშჩში.
  5. ცოტა ხანს კიდევ ვადუღოთ, შემდეგ მოვასხათ არაჟანი ან მაწონი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.