ხილის ნამცხვარი აგარ-აგარზე

1138

დიზაინი ბევრის მთქმელია! ულამაზესი და უგემრიელესი გამოდის ეს დესერტი!

ხილი შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით.

მე ამ დესერტს ძალიან ხშირად ვამზადებ, რადგან ის მუნდამ მაოცებს მისი ფერადი გემოებით.

ეს ტკბილეული ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, მისი მომზადება ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო პროცესია.

ინგრედიენტები

  • დრაკონის ხილი იგივე პიტაია გემოვნებით
  • ბროწეული გემოვნებით
  • კივი გემოვნებით
  • ანანასი გემოვნებით
  • მარწყვი გემოვნებით
  • თეთრი ყურძენი გემოვნებით
  • ფორთოხალი გემოვნებით
  • წყალი 1ლ
  • აგარ-აგარი 10გ
  • შაქარი 200გ

მომზადება

  1. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარ და აგარ – აგარი. წამოადუღეთ მასა, რათა გახდეს ერთგვაროვანი.
  2. ხილი გარეცხეთ და დაჭერით.
  3. ფორმის ძირას დაასხით 2 კოვზი სიროპი. შემდეგ დაიწყეთ ხილის დალაგება, მოასხით სიროპი.
  4. მოათავსეთ მაცივარში 10 წუთი. ამასობაში შეგიძლიათ სიროპის ნაწილს შეურიოთ საკვები საღებავი.
  5. გამოიტანეთ დესერტი მაცივრიდან, მოასხით ფერადი სიროპი და მაცივარში შეინახეთ 3 საათი.
  6. გემრიელად მიირთვით!