ხილის ლავაშის განუმეორებელი რეცეპტი ტაშკენტიდან

1306

დღეს დღეობით დიასახლისები ლავაშს სახლში აცხობენ, ამით ვერავის გააკვირვებთ. მაგრამ ხილის ლავაშით სტუმრის გაკვირვება რთული არ არის. მას ამზადებენ კენკრისგან, მაგრამ არ უმატებენ შაქარს.

ეს კერძი ასევე ცნობილია ტტუ-ლავაშის სახელწოდებით, რაც მჟავე ლავაშს ნიშნავს. ტრადიციულად ამ კერძს ამზადებენ მჟავე ხილისგან და მათი ქერქისგან. თქვენ შეგიძლიათ მჟავე კენკრა ჩაანაცვლოთ ტკბილი ხილით.

ინგრედიენტები

  • 2კგ ხილი ან კენკრა
  • 1 ჭიქა წყალი
  • 0,5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (პერგამენტისთვის)

მომზადება

1.მწიფე ხილი ან კენკრა კარგად გარეცხეთ და მოაშორეთ თესლი.

2.მომზადებული ხილი ან კენკრა მოათავსეთ ქვაბში. დაუმატეთ ჭიქა წყალი და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. მოხარშეთ 3-4 საათი.

3.მიღებული მასა გააგრილეთ და გამოწურეთ. ისევ მოათავსეთ ცეცხლზე, მოხარშეთ სესქელებამდე.

4.გაგრილებულ მასას შეგიძლიათ დაუმატოთ ნიგოზი, თხილი და ასე შემდეგ. პერგამენტს წაუსვით ზეთი და მოასხით მიღებული მასა. მოათავსეთ ღუმელშიმინიმალურ ტემპერატურაზე, არ დახუროთ კარები.

5.ადრე დიასახლისები ლავაშს მზეზე აშრობდნენ. თხელი ფენა შეგიძლიათ დაახვიოთ რულეტისებურად.

მზა ხილის ან კენკრის ლავაში შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!