ხაჭო–გოგრის ჩიზქეიქი კარამელით. ფერადი და გემრიელი

32

სანამ სეზონი დამთავრდება, შემოდგომის ლამაზმანით, გოგრით ბევრი კერძის მომზადებას ვცდილობ. ჩემს არსენალშია კრემსუპის, პეროგის, ბოსტნეულის რაგუს საინტერესო რეცეპტები. უდავოდ, მთავარი ადგილი ხაჭო–გოგრის ჩიზქეიქს უკავია.

ამ ჩიზქეიქის მოსამზადებლად ტკბილი გოგრა შეარჩიეთ. ერთი შეხედვით, გოგრის ჩიზქეიქის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ასე არაა. ცომი ორი ინგრედიენტისგან მზადდება, შიგთავსი 10-15 წუთში მზადაა.

როგორ მოვამზადოთ ხაჭო–გოგრის ჩიზქეიქი კარამელით

ხაჭოს ჩიზქეიქისთვის გოგრის პიურე თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. გოგრას თესლი მოაშორეთ, ნაჭრებად დაჭერით და საცხობ ფორმაში ჩადეთ. ფოლგა დააფარეთ და 240 გრადუსზე 45-50 წუთით აცხვეთ. გოგრა დარბილდება. ქერქი მოაშორეთ და პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ.

ინგრედიენტები:

  • 280 გ პეჩენია
  • 400 გ ხაჭოს ყველი
  • 150 გ შაქრის ფხვნილი
  • 0,5 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 1 კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • მწიკვი მარილი
  • 150 გ კარაქი
  • 300 გ გოგრის პიურე
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 200 გ შაქარი
  • 7 გ ჟელატინი

მომზადების წესი:

1. ფხვიერი პეჩენია ნაფშვენის მიღებამდე დააქუცმაცეთ. 120 გ გამდნარი კარაქი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.

2. საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ცომი გადაიტანეთ. გვერდები და ძირი გაუკეთეთ. დროებით საყინულეში შეინახეთ.

3. ხაჭოს ყველი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. გოგრის პიურე, მუსკატის კაკალი და დარიჩინი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ბოლოს კვერცხი და სახამებელი დაუმატეთ.

4. შიგთავსი გაყინულ ცომს დაუმატეთ. ღუმელის ძირში ლანგარი წყლით მოათავსეთ, ზემოდან ფორმა ჩიზქეიქით. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 150 გრადუსამდე დაუწიეთ და 30 წუთით აცხვეთ. დახურულ ღუმელში გაგრილება აცადეთ, პარკი დააფარეთ და 6-12 საათით მაცივარში გააჩერეთ.

5. ჟელატინს ცივი წყალი დაასხით. ტაფაზე შაქარი და 50 მლ წყალი აურიეთ. საშუალო ცეცხლზე დადგით და კარამელის შეფერილობამდე წვით. შემდეგ ქურიდან გადადგით.

6. თბილ რძეს მარილი დაუმატეთ. ნარევს კარამელიზებული შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი სუსტ ცეცხლზე დადგით და მოამზადეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.

7. კარამელი ქურიდან გადადგით, დარჩენილი კარაქი და ჩალბობილი ჟელატინი დაუმატეთ.

8. მზა კარამელი ჩიზქეიქს დაასხით და მინიმუმ 1 საათით მაცივარში გასამაგრებლად შეინახეთ.

ხაჭოს ჩიზქეიქი გოგრით გააფორმეთ დაჭრილი კაკლით: ქეშიუ, თხილი, ნიგოზი. ფერადი და ლამაზი დესერტის მომზადება მოასწრეთ, სანამ გოგრის ყიდვა შეიძლება. გაჭრილი ჩიზქეიქი ძალიან ლამაზია: ცომის თხელი ფენა, ბევრი გოგრის შიგთავსი და ტკბილი კარამელი. ძალიან მოდური კომბინაციაა.