ხაჭო ძალია მიყვარს, განსაკუთრებით დესერტებში. ეს რეცეპტი ჩემთვის ნამდვილი მიგნებაა.
რბილი ხაჭოს ცომი პირში ლღვება.
ინგრედიენტები
- ხაჭო 600გ
- შედედებული რძე 280გ
- კვერცხი 3 ცალი
- სახამებელი 2 სუფრის კოვზი
- მარილი
მომზადება
1.ღრმა ჯამში მოათავსეტ ხაჭო, შედედებული რძე და კვერცხის გული. ათქვიფეთ ბლენდერით ამ ჩანგლით. დაუმატეთ სახამებელი და მოურიეთ.
2.ცალკე ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად, მიღებული დაუმატეთ ხაჭოს მასას და ნელ-ნელა მოურიეთ.
3.გამოსაცხობ ფორმაშ ჩააფინეთ ქაღალდი, წუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი.
4.ჩაასხით ცხელი წყალი და ზემოდან დაადეთ ცხაური. ცხაურზე დადეთ ფორმა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
გემრიელად მიირთვით!