ხაჭოს პასკის 5 რეცეპტი

1553

კლასიკური პასკა – ეს განსაკუთრებული კერძია ხაჭოსგან, რომელსაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ამზადებენ. მისი ორიგინალური ფორმა პირამიდაა რომელიც უფლის საფლავს სიმბოლირებს. თუმცა თუ ასეთი ფორმა არ გაქვთ შეგიძლიათ ფორმის მისაცემად ყვავილების ახალი ქოთანი ან საცერი გამოიყენოთ. ამ გემრიელი პასკის მთავარი საიდუმლო – ცხიმიანი და ახალი ხაჭოა, ასევე ნაღები, ზეთი, კვერცხი და მაღალი ცხიმიანობის მქონე არაჟანი.

ხაჭოს პასკის 5 საუკეთესო რეცეპტი.

მოხარშული ხაჭოს პასკა:


ინგრედიენტები:

  • 540 გრამი ხაჭო
  • 3 კვერცხის გული
  • 100 გრამი შაქარი
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 მწიკვი ვანილი
  • 100 გრამი ცხიმიანი ნაღები
  • ცუკატი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მიქსერით ათქვიფეთ ხაჭო, კვერცხის გულები, შაქარი და შერბილებული კარაქი
2. ჩადევით ეს მასა ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ, გააცხელეთ მასა პირველი ბუშტუკების გაჩენამდე მაგრამ არ ადუღოთ!!!
3. დაუმატეთ ვანილი და თუ მასა ერთგვაროვანი არ არის ის ბლენდერით ათქვიფეთ. ქვაბი მოათავსეთ ძალიან ცივი წყლით ავსებულ ჭურჭელში და შეუჩერებლად ურიეთ – გააგრილეთ ხაჭოს მასა. შემდეგ კი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.
4. მიქსერით ათქვიფეთ ცივი ნაღები და ჩაასხით ხაჭოს მასაში. დაუმატეთ ცუკატი და აურიეთ. გადადევით მასა ფორმაში და დატკეპნეთ ისე, რომ მასამ ფორმა მიიღოს.

პასკა მოხარშული შედედებული რძით


ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ხაჭო
  • 200 გრამი მოხარშული შესქელებული რძე
  • 100 გრამი არაჟანი
  • 100 გრამი კარაქი
  • ცუკატი, თხილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ათქვიფეთ ხაჭო, შესქელებული რძე, არაჟანი და დარბილებული კარაქი – ბლენდერით
2. დაუმატეთ ცუკატი თხილით და აურიეთ
3. გადადევით მასა ფორმაში და დატკეპნეთ ისე, რომ მასამ ფორმა მიიღოს.

პასკა შესქელებული რძით და თეთრი შოკოლადით


ინგრედიენტები:

  • 100 გრამი თეთრი შოკოლადი
  • 400 გრამი ხაჭო
  • 200 გრამი შესქელებული რძე
  • ცუკატი, თხილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლზე. აურიეთ ის ხაჭოსთან და შესქელებულ რძესთან – ბლენდერის მეშვეობით.
2. დაუმატეთ ცუკატი და თხილი
3. გადადევით ხაჭოს მასა ფორმაში.

მოხარშული ფენოვანი პასკა შოკოლადით


ინგრედიენტები:

  • 540 გრამი ხაჭო
  • 3 კვერცხის გული
  • 100 გრამი შაქარი
  • 30 გრამი თეთრი შოკოლადი
  • 50 გრამი კარაქი
  • 60 გრამი შავი შოკოლადი
  • 140 გრამი ცხიმიანი ნაღები

მომზადების წესი:

1. ათქვიფეთ ხაჭო, კვერცხის გული, შაქარი და დარბილებული კარაქი – მიქსერის საშუალებით. გადადევით მასა ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე.
2. მუდმივათ ურიეთ, მიიყვანეთ მასა პირველი ბუშტუკების გაჩენამდე მაგრამ არ ადუღოთ! აურიეთ ბლენდერით, მიიღეთ ერთგვაროვანი მასა – კორკოშალების აგრეშე.
3. ხაჭოს მასა სამ ნაწილად გაყავით, ყოველი მათგანი წინაზე ოდნავ პატარა უნდა იყოს! ყველაზე პატარა ნაწილს დაუმატეთ გამლღვალი თეთრი შოკოლადი, საშუალოს – რძიანი შოკოლადი, ყველაზე დიდს კი შავი შოკოლადი.

4. ყოველი მათგანი ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ჩადგით და ურიეთ, გააგრილეთ მასა.

5. ათქვიფეთ ცივი ნაღები მიქსერით და ხაჭოს სამივე მასაში გადაანაწილეთ და აურიეთ.

6. ფორმაში გადაიტანეთ ჯერ თეთრ შოკოლადიანი მასა, შემდეგ რძიანი შოკოლადის მასა და ბოლოს შავი შოკოლადის მასა. ფრთხილად მიეცით ფორმა.

ალუბლის პასკა


ინგრედიენტები:

  • 350 გრამი გაყინული ალუბალი კურკების გარეშე
  • 200 გრამი შაქარი
  • 350 გრამი ხაჭო
  • 150 გრამი კარაქი
  • თხილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გადაიტანეთ ალუბალი ქვაბში, დააყარეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ და მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე.

2. დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 7-10 წუთი – შესქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

3. ათქვიფეთ ხაჭო და დარბილებული კარაქი მიქსერით. ჩაასხით ამსში შეგრილებული ალუბალი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ მიქსერით – ერთგვაროვანი მასის მირებამდე.

4. დაუმატეთ თხილი. გადადევით მასა ფორმებში.