ხაჭოს ნამცხვრის სწრაფი და მარტივი რეცეპტი: ყოველი ლუკმა პირში დნება

6283

ალბათ ყველა დიასახლის ჰქონია შემთხვევა, როცა სტუმრები მოულოდნელად დაგადგებიან თავს. პირველ რიგში მათ ჩაის ან ყავას შესთავაზებთ, მაგრამ ჩნდება კითხვა: რით გაუმასპინძლდეთ მას ცხელ სასმელთან ერთად? “გასტრონომიას” რედაქციამ იპოვა გამოსავალი და გთავაზობთ სწრაფი და გემრიელი ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც აღაფრთოვანებს სტუმრებს.

ხაჭოს ნამცხვარი შესანიშნავია წლის ნებისმიერ დროს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მისი მომზადება იოლია, გემო კი საუცხოო. უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და შედგით ღუმელში. ეს ნამცხვარი თქვენი ოჯახის საყვარელი დესერტი გახდება!

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 400 გრ ხაჭო
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 0,25 ჩ.კ. მარილი
  • ქიშმიში, ნიგოზი, ცუკატები გემოვნებით

მომზადება

1. კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.

2. დაამატეთ მასაში ხაჭო, არაჟანი, დარბილებული კარაქი, სოდა, მარილი.

3. მოურიეთ და ათქვიფეთ ბლენდერით.

4. დაუმატეთ მასას გაცრილი ფქვილი, სურვილისამებრ ცუკატები, ქიშმიში და ნიგოზი.

5. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმას, დაასხით მასა, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

6. გააცივეთ ნამცხვარი ჯერ საცხობ ფორმაში, მერე ცოტა ხნით შეახვიეთ პირსახოცში.

მირთმევის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრი. მოადუღეთ გემრიელი ჩაი და დატკბით შესანიშნავი დესერტით. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!