უმარტივესი ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც 20 კაცსაც კი დაანაყრებს. არანაერი განსხვავებული ინგრედიენტები არ დაგჭირდებათ მის მოსამზადებლად. უგემრიელესი და უფაფუკესი გამოდის.
დამწყები დიასახლისებიც კი მარტივად გაუმკლავდებიან ამ ამოცანას.
ინგრედიენტები
- 140გ კარაქი
- 300გ ფქვილი
- 140გ შაქრის ფხვნილი
- 2 კვერცხი
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1კგ ხაჭო
- 3 კვერცხი
- 240გ შაქრის ფქვნილი
- 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
- 750მლ რძე
- 2 შეკვრა პუდინგი
1.მოვამზადოთ ცომი. ათქვიფეთ ღრმა ჯამში მოათავსეთ 2 კვერცხი, შაქრის ფხვნილი, კარაქი და კარგად მოურიეთ.
2.მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ჯამში და შემდეგ გადმოიტანეთ მაგიდაზე.
3.საცხობ ფორმაში ჩააფინეთ გაბრტყელებული ცომი. ამოუყვანეთ პატარა კუთხეები, არ შეგეშინდეთ თუ ცომი თხელი მოგეჩვენათ – ეს ნორმალურია.
4.ხაჭოს გულსართის ჯერი მოვიდა. ხაჭოს დაუმატეთ 3 კვერცხი, შაქრის ფხვნილი, ლიმონის წვენი, რძე და პუდინგი. დააბლენდერეთ. მზა გულსართი მოასხით ცომს.
5.გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთი.
შაქრის ფხვნილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ შაქრით. პიკანტურობისთვის გამომშრალი ხილის და ქიშმიშის დამატება შეგიძლიათ.
გემრიელად მიირთვით!