ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც დღეს გაგილამაზებთ

1125

ხაჭო არმიყვარს, მაგრამ დესერტებში მასზე უარს არ ვამბობ. ცომი გამოდის ძალიან ნაზი და ჰაეროვანი, შეუძლებელია ამაზე უარი თქვას ვინმემ. ყოველ კვირას ვამზადებ ხაჭოს ცხობილას, რომელსაც ბავშვები სულმოუთმენლად ელოდებიან.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 500გ
  • შაქარი 100გ
  • კარაქი 100გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 0,5 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 350გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხის გული 1 ცალი

მომზადება

1.დააბლენდერეთ ხაჭო, ვანილი, კარაქი, კვერცხი და შაქარი. გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ ცომი.

2.სამუშაო მაგიდა დაამუშსავეთ ფქვილით და გააბრტყელეთ ცომი. ამოჭერით წრეები.

3.წრეებისგან ააწყეთ ვარდი. ამისათვის 4-5 წრე ერთმანეთთან ჩაამწკრივეთ, რულეტისებურად დაახვიეთ და შუაზე ჩაჭერით.

4.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, ჩაალაგეთ ვარდები. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!