ხაჭოს მადისაღმძვრელი პეროგი სწრაფად და მარტივად. ძალიან გემრიელი, არომატული და ჰაეროვანია

2759

ხაჭო – საკვები პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო მოზარდებისთვისაა, თუმცა მათ უმრავლესობას ამ პროდუქტის ატანაც კი არ აქვს. თუ თქვენი შვილი უარს ამბობს ხაჭოს მირთმევაზე, მოუმზადეთ მას უგემრიელესი დესერტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. ხაჭოს ეს პეროგი იმდენად ნაზი, ჰაეორვანი, გემრიელი და არომატულია, რომ, დიდსა თუ პატარას, ყველას დაგემოვნებისთანავე უყვარდება.

ხაჭოს პეროგი

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 100 გრამი კარაქი
  • 200 გრამი ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 2-3 ს.კ. რძე
  • 4 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამახვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის: 

  • 300 გრამი ხაჭო
  • 50-100 გრამი შაქარი (გემოვნების მიხედვით)
  • ვანილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • კონსერვირებული ან ახალი ატამი

მომზადება: 

1. მოცემული რაოდენობით ფქვილი და კარაქი კარგად შეურიეთ ერთმანეთში. მიღებულ მასაში დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და შეუდექით ცომის ამოყვანას. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მასში მზა ცომი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები (ცომს უნდა ამოუკეცოთ კუთხეები, რათა გამოვიდეთ ჩაღრმავებული სივრცე, რომელშიც შიგთავსი უნდა ჩავასხათ). გაუკეთეთ მას ზემოდან რამდენიმე ნახვრეტი და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.

2. პარალელურად შეუდექით შიგთავსის მზადებას. ხაჭო კარგად დასრისეთ ჩანგლით, რათა მასში არ დარჩეს მკვრივი მასები და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ მას შაქარი, კვერცხი, სახამებელი და ვანილი. კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საცხობი ფორმა ცომით შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით.

3. 10 წუთში, როდესაც ჩვენი ცომის ზედაპირი ოდნავ მოიბრაწება, გამოიღეთ ის რუმელიდან და მოასხით ხაჭოს კრემი. გაანაწილეთ ის თანაბრად ზედაპირზე და მოათავსეთ მასში ატმის პატარა ნაჭრები ისე, რომ ნახევრად ისინი ხაჭოს კრემში იყოს ჩაფლული. დააბრუნეთ დესერტი ღუმელში გამოსაცხობად და დატოვეთ დაახლოებით 30 წუთით.

ეს დესერტი ძალიან გემრიელი და არომატულია როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაშიც. აუცილებლად ცადეთ დამოუკიდებლად ხაჭოს პეროგის მომზადება და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ. თქვენს შვილებს აუცილებლად შეუყვარდებათ ამ დესერტის გემო.

ვიმედოვნებ, რომ ეს რეცეპტი თქვენთვისაც გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!