ხაჭოს კულიჩი “რაფაელო”, ვქმნით სამარხვო ვახშამს

313

ხაჭოს კულიჩი ნამდვილად მოუხდება სააღდგომო მაგიდას. ხაჭოს ფუძე აუბლით, შოკოლადით და ქოქოსის ნაღებით სახელად “რაფაელო” – რა შეიძლება მეტად გემრიელი იყოს!

პირველად გავსინჯე 2 წლის წინ და დღემდე ვერ ვივიწყებ მის ნაზ გემოს.

ინგრედიენტები

  • 500გ ხაჭო
  • 100გ + 0,5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 80გ ნაღები (33%)
  • 40გ ქოქოსის ნაღები
  • 100გ გახეხილი ქოქოსი
  • 50გ კარაქი
  • 70გ შავი შოკოლადი
  • 100გ ალუბალი
  • 1 ჩაის კოვზი სახამებელი

მომზადება

1.ხაჭოს ფუძის მოსამზადებლად ღრმა ჯამში მოათავსეთ ორჯერ გამოწურული ხაჭო, შაქარი, კვრცხის გული და კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით. მზა ხაჭოს მასა დატოვეთ ცეცხლზე და გააცხელეთ, არ აადუღოთ. როგორც კი ბუშტუკები გაუჩნდება, გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

2.ალუბლის შემავსებლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალი, მაგრამ აუცილებლად უნდა გაალღვოთ. ალუბალი დააბლენდერეთ და გამოწურეთ.

შეგიძლიათ აადუღოთ შაქართან და სახამებელთან ერთად.წამოდუღების შემდეგ ცეცხლზე გააერეთ 1 წუთი, შემდეგ გადაიტანეთ.

3.გაგრილებული ხაჭოს ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთს დაუმატეთ ალუბლის პიურე და ცოტა გამომშრალი ალუბალი. კარგად მოურიეთ.

4.მეორეს – გამღვალი შავი ან თეთრი შოკოლადი ქოქოსთან ერთად.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცივი ცხიმიანი ნაღები ქოქოსის ნაღებთან ერთად. დაუმატეთ ორ მასას, დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. კარგად მოურიეთ.

5.სილიკონის ფორმა მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე თავაღმა. ამოფინეთ 2-3 ფენა სუფთა მარლით.

მოათავსეთ ხაჭოს მასა, შემდეგ რიგ-რიგობით შოკოლადის და ალუბლის მასები. პერიოდულად ფორმა შეანჯღრიეთ, რათა კარგად გადანაწილდეს მასები. აავსეთ ფორმა.

6.ზემოდან დააფარეთ მარლა და შეინახთ მაცივარში. რაც მთავარია ფორმას ზემოდან დაადეთ თეფში ან რაიმე მსგავსი ნივთი. მანამ, სანამ კულიჩი მაცივარში ინახება, პერიოდულად გადაღვარეთ სითხე ფორმიდან.

7.ფრთხილად გადმოაცურეთ კულიჩი ფორმიდან და მოხსენით მარლა. სურვილისამებრ გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!