ხაჭოს კონვერტები ვაშლით

1208

შუა ნოემბრიდან დაწყებული, ყოველ პარასკევს, ლანჩის შემდეგ, ხაჭოს ვუმატებ ერთ კვერცხს, წვრილ ნაჭრებად ვჭრი ვაშლს, ვაყრი შაქარს და დარიჩინს. ამ ინგრედიენტებით მე ვაცხობ ვაშლის საოცრად გემრიელ დესერტს, რომელიც ძალიან უხდება ჩაის. ისინი გამოდის ძალიან რბილი და ფაფუკი.

ეს კერძი შედგება ძალიან არომატული ინგრედიენტებისგან ესენია: ხაჭო, ვანილი, ვაშლი და დარიჩინი. ამ დესერტის ცხობისას სახლი უტკბილესი არომატით ივსება. სახლი ნამდვილად ტკბილეულის საცხობს დაემსგავსება.

ფუნთუშები ხაჭოს ცომით

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ხაჭოს კონვერტების მომზადების რეცეპტს. ძალიან შემიყვარდა ცომიც და მათი ფორმაც.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200გ ხაჭო
  • 100გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 70მლ მცენარეული ზეთი
  • 300გ ფქვილი
  • 3-5გ ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 2 ვაშლი
  • 0,5 ლიმონი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი დარიჩინი

ინგრედიენტები დეკორისთვის

  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი ყაყაჩო

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, შაქარი, მარილი, მცენარეული ზეთი და ვანილი. მთელი მასა დააბლენდერეთ ერთგვაროვნებამდე ან ათქვიფეთ ჩანგლით.

2.ხაჭოს მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ რბილი და არაწებოვანი ცომი. ჯამს გადააკარით პაკეტი და დაელოდეთ 20 წუთი.

3.შიგთავსისთვის საშუალო ჯამში შაქარს დაუმატეთ დარიჩნი. ვაშლი გარეცხეთ და დაჭერით, 5მმ მქონე სისქის მოგრძო ნაჭრებად. ვაშლს მოასხიტ ლიმონის წვენი, რათა არ მიიღოს მუქი ფერი.

4.ცომი გაყავით ორ ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ 24-25სმ დიამეტრის, 5მმ სისქის მქონე წრედ. გაჭერით 8 ნაწილად.

5.თითოეული სეგმენტი ჩაჭერით 2-3 ადგილას, წვეტიდან დააშორეთ 2სმ. კუთხეებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.

6.ფართე მხარეს დაალაგეთ 3-4 ცალი ვაშლი, ზემოდან მაყარეთ შაქარი და დარიჩინი.

7.ცომის წვრილი მხარე ზემოდან გადმოაფარეთ ვაშლს, მისი წვერი დამალეთ ძირის ქვეშ. 8 ფუნთუშის მომზადების შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე ნაწილი ცომისთვის. თქვენ უნდა გამოგივიდეთ 16 ფუნთუშა.

8.მზა ფუნტუშები დაალაგეთ პერგამენტიან ფირფიტაზე. წაუსვიტ ათქვეფილი კვერცხი და ზემოდან მოაყარეთ ყაყაჩო. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

9.სულ ეს იყო, ხაჭოს კონვერტები ვაშლით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

მე ამ უგემრიელეს ფუნთუშებს თითქმის ყოველ საღამოს ვაცხობ, რათა მოსაწყენ ცივ საღამოებს პოზიტივი შევძინო და ჩემი ოჯახის წევრებიც გავამხიარულო. მათი მომზადება თავადაც ნახეთ ძალიან მარტივია, ხოლო გემო ღვთაებრივი აქვს, გამოაცხვეთ და თავად დარწმუნდით!