წითელი ყურძნის არომატული ფელამუში – გემრიელი და ნოყიერი ქართული ტკბილეული

3047

ფელამუშს დასავლეთ საქართველოში, ახალი ყურძნის წვენისა და სიმინდის ფქვილისაგან ამზადებენ. ძალიან არომატულია ადესის ფელამუში. აღმოსავლეთ საქართველოშიც რთველის შემდეგ, ხარშავენ თითქმის ასეთივე ნუგბარს და ეძახიან თათარას. თათარა ყურძნის წვენისგან მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 200-250 გ სიმინდის ფქვილი
  • 1 ლ წითელი ყურძნის წვენი ან ბადაგი
  • 1 ს.კ. პურის ფქვილი
  • 1-2 ს.კ. შაქარი
  • ნიგოზი, თხილი, ჩირები – მოსართავად სურვილისამებრ

მომზადების წესი:

  1. ბადაგში გავხსნათ პურისა და სიმინდის ფქვილი ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ, ჩავასხათ სქელძირიან ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე.
  2. ბადაგს გამუდმებით ვურიოთ, როცა ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და ხარშვა განვაგრძნოთ.
  3. როდესაც ფელამუში ბუშტუკებს გაიკეთებს და კარგად შესქელდება, დავაყაროთ შაქარი და კიდევ რამდენიმე წუთი ვხარშოთ.
  4. ცხელი ფელამუში ამოვიღოთ სასურველ ფორმებში და გავაცივოთ. კარგად გაცივებული ფელამუში მოვრთოთ ჩირითა და თხილეულით.