წითელი მოცხარის ნამცხვარი : საოცრად გემრიელი

1234

ჰაეროვანი და არომატული ნამცხვარი წითელი მოცხარით. ფხვიერი ცომი და არომატული შიგთავსი.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერეველი (10გ)
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 125გ კარაქი
  • 1 კვერცხი

შიგთავსისითვის

  • 400მლ ნაღები (30-33%)
  • 400გ მოცხარი (წითელი)
  • 8 სუფრის კოვზი შაქარი (150გ)
  • 3 ჩაის კოვზი ვანილი
  • 2 ცალი ვანილის პუდინგი
  • 4 ცალი კვერცხი

ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქრის ფხვნილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, დარბილებული კარაქი, კვერცხი და კარგად მოზილეთ ხელით. მოზელილი ცომი მოათავსეთ ფორმაში, ამოიყვანეთ გვერდები.

მოცხარს მოაშორეთ ტოტები და კარგად გარეცხეთ. ჯამში მოათავსეთ ნაღები, კვერცხი, შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ აქაფებამდე. ნაღების მასას დაუმატეთ მოცხარი და გადაიტანეთ ფორმაში.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!