წითელი მოცხარის კომპოტი ზამთრისთვის

825

უგემრიელესი და რაც მთავარია ნატურალური კომპოტი ძალიან მიყვარს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ხილს ან კენკრას, ორივე შემთხვევაში ძალიან მომწონს.

ინგრედიენტები

  • წითელი მოცხარი 300გ
  • შაქარი 200გ
  • წყალი 750მლ

მომზადება

1.გარეცხეთ კენკრა და ჩაყარეთ სტერილურ ლიტრიან ქილაში.

2.აადუღეთ წყალი, დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ მის გალღვობამდე.

3.მიღებული სიროფი ჩაასხით ქილაში და დააფარეთ თავსაფარი.

4.გადმოაბრუნეთ ქილები და დააფარეთ პირსახოცი.

შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!